მხარის პერიართროზი

 

მხარის პერიართროზი დაავადება, რომელსაც ახასიათებს მხარის მიმდებარე ქსოვილების ანთებითი პროცესი.

 

მიზეზები

·         მოტეხილობები;

·         მხარზე ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა;

·         შინაგანი ორგანოების დაავადებები;

·         ქალებში სარძევე ჯირკვლის ოპერაციები;

·         ხერხემლის კისრის ნაწილის დაავადებები;

·         ნივთიერებათა ცვლის დამრღვევი დაავადებები;

·         პერიფერიული სახსრების დაავადებები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         მხარის არეში ძლიერი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ღამით;

·         ხელის გვერდით ან ზურგისკენ მოძრაობის დროს ტკივილი;

·         ზურგის სახსრების მოძრაობის შეზღუდვა;

·         მხარის შესიება;

·         დაზიანებული ხელის დამოკლება;

·         ტემპერატურის აწევა 37,5-მდე;

·         ხელის თითებში გრძნობის დაკარგვა;

·         თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი და ნიშნავს:

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         მხრის სახსრის რენტგენს;

·         მხრის სახსრის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         მხრის სახსრის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;

·         მხრის სახსრის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

·         ართროგრამას.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         ნოვოკაინის ბლოკადებს;

·         ფიზიოთერაპევტუპ პროცედურებს;

·         სამკურნალო ფიზკულტურას;

·         მხრის გათბობას;

·         ბალახეულის კომპრესებს.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობას თან სდევს შემდეგი სახის გართულებები:

·         მხრის სახსრის კაფსულიტი;

·         მხრის სახსრის გარშემო ქსოვილების კალციფიკაცია.

 

რისკის ჯგუფი

·         40 წელს ზემოთ მამაკაცები;

·         სპორტსმენები;

·         კისრის ოსტეოქონდროზით დაავადებულები;

·         ქალები, ვისაც გადატანილი აქვთ სარძევე ჯირკვლის ოპერაცია.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         კისრის ოსტეოქონდროზის დროული მკურნალობა;

·         მხარზე დატვირთვის გაკონტროლება;

·         გადაციებისგან თავის დაცვა;

·         მხრის კომპლექსის გასამაგრებელი ვარჯიშის შესრუელბა.