მუნი

მუნი   კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ქავილი.

 

მიზეზები

·         დასნეულებულ ცხოველთან კონტაქტი;

·         დაავადების სქესობრივი გზით გადადება;

·         დაავადებულ ადამიანთან ან მის ნივთებთან კონტაქტი;

 

სიმპტომები

·         კანის ძლიერი ქავილი;

·         ვეზიკულის ტიპის გამონაყარი;

·         წყლულოვანი მუწუკების გაჩენა;

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         საერთო დათვალიერება;

·         სისხლის კლინიკური ანალიზი;

·         კანის ნაცვეთის მიკროსკოპია;

·         ფრჩხილებიდან აღებული სინჯების გამოკვლევა.

 

მკურნალობა

მუნის სამკურნალოდ აუცილებელია ადგილობრივი გამოყენების პრეპარატები. მკურნალობის დროს აკრძალულია ტანის დაბანა. დასრულების შემდეგ აუცილებელია თეთრეულის, სამოსის, ავეჯის, პირადი და ზოგადი მოხმარების ნივთების დეზინფექცია ანტისეპტიკური საშუალებებით.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         ფოლიკულიტი;

·         ფურუნკული;

·         კარბუნკული;

·         ლიმფანგინიტი;

·         მიკრობული ეკზემა.

 

რისკის ჯგუფი

·         მცირეწლოვანი და სკოლამდელი ასაკის ბავშვები;

·         ანტისანიტარულ პირობებში მცხოვრები ადამიანები;

·         ადამიანები რომელბიც არ იყენებენ ბარიერიული ტიპის კონტრაცეპტივებს.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის გამორიცხვა;

·         ტანსაცმლის და თეთრეულის დეზინფექცია;

·         საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა.