მშრალი თვალის სინდრომი

«მშრალი თვალის» სინდრომი თვალების დაავადება, რომელსაც ახასიათებს რქოვანას მდგომარეობის ცვლილება ცრემლის არასწორი გამოყოფის გამო, რაც იწვევს დისკომფორტს მხედველობითი დატვირთვის დროს.

 

მიზეზები

·         კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ან არასწორი ტარება;

·         ცრემლის წარმოქმნის შემაფერხებელი პრეპარატების გამოყენება;

·         თვალების ხანგრძლივი დატვირთვა;

·         მხედველობის ლაზერული კორექცია;

·         რქოვანას მექანიკური დაზიანებები;

·         ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილება;

·         კვების რეჟიმის დარღვევა.

 

სიმპტომები

·         თვალების ქავილი, წვა;

·         თვალების გაღიზიანება, ჩაწითლება;

·         მხედველობის დაქვეითება;

·         ჭარბი ცრემლდენა;

·         დაწებებული ქუთუთოები დილაობით;

·         ხანგრძლივი დატვირთვის შემდეგ მხედველობის დაბინდვა;

·         კაშკაშა ნივთებზე ყურებისას დისკომფორტი;

·         თვალის კიდეებში ლორწოვანი ნადების გაჩენა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოკულისტი, რისთვისაც საჭიროა:

·         რქოვანას, კონიუქტივის და ქუთუთოების ბიომიკროსკოპული გამოკვლევა;

·         კონიუქტივის და რქოვანას ცვლილებების გამოსავლენი სპეციალური წვეთების გამოყენება.

 

მკურნალობა

·         ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები;

·         ანტიბაქტერიული პრეპარატები;

·         პოლივიტამინები;

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         ქრონიკული კონიუქტივიტი;

·         რქოვანაზე ნაპრალების გაჩენა;

·         მხედველობის დაქვეითება.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება;

·         კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ყოფნისას ყოველ 40 წუთში შესვენება;

·         საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის რეგულარულად განიავება;

·         მზის ქვეშ ყოფნისას მზის სათვალისა და ქუდის გამოყენება.