მრი (მწვავე რესპირატორული ინფექციები, გაციება)

მრი (მწვავე რესპირატორული ინფექციები, გაციება) წარმოადგენს მწვავე რესპირატორუ დაავადებას, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. მას ხშირად ურევენ გრიპში, სინამდვილეში დაავადებას იშვიათად შეუძლია ზიანის მოტანა ადამიანის ორგანიზმისთვის, გრიპის გართულებები კი გაცილებით უფრო საშიშია, რომლებსაც შეიძლება ლეტალური შედეგიც კი ჰქონდეს. 

 

მიზეზები

დაავადების ძირითადი მიზეზებია:

·         დაავადების გადაცემა ვირუსებით, რომლებიც ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ჰაერ-წვეთოვანი გზით;

·         გადაციება;

·         იმუნიტეტის დაქვეითება

·         მრი დედისგან შვილს გადაეცემა ძუძუთი კვების დროს. 

 

სიმპტომები

დაავადების ძირითადი სიმპტომებია:

·         ზოგადი სისუსტე;

·         მადის დაკარგვა;

·         გულის რევა;

·         ღებინება;

·         ხველა;

·         ცემინება;

·         თავის ტკივილი;

·         თავის ტკივილი;

·         ცხვირის გაჭედვა და სურდო;

·         ტემპერატურის ზომიერი აწევა;

·         შემცივნება;

·         სახსრებისა და კუნთების ტკივილი;

·         კონიუქტივიტი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-თერაპევტი ან პედიატრი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         სისხლის საერთო ანალიზის ჩაბარება;

·         ფილტვების რენტგენი. 

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         დაავადების სიმპტომების შემსუბუქება;

·         38 გრადუს ტემპერატურაზე დამწევი საშუალების მიღება. თუ ტემპერატურა უფრო დაბალია, წამლის მიღება საჭირო არ არის, რადგან ასე ორგანიზმი ებრძვის ვირუსს. 

·         სურდოს დროს სისხლძარღვების გასაფართოვებელი პრეპარატები;

·         ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.

მკურნალობის დაწყება აუცილებელია ექიმის კონტროლისა და კონსულტაციის შემდეგ. ბავშვებში დაავადების სამკურნალოდ საჭიროა: 

·         რაც შეიძლება მეტი სითხის მიცემა;

·         ცხვირის გათავისუფლება სურდოსგან;

·         ბეროდუალის ინჰალაცია;

·         მედიკამენტური თერაპია;

·         ოთახის მუდმივად განიავება. 

 

საშიშროება

დაავადების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         ბრონქიტი;

·         ლარინგიტი;

·         პნევმონია;

·         რინიტი;

·         ფარინგიტი და ა.შ. 

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         საჭმლის მომზადებისა და მიღების დროს ხელების კარგად დაბანა;

·         ცხვირის გამოხოცვა ქაღალდის ხელსახოცებში და მათი მაშინვე გადაგდება;

·         ინდივიდუალური ჭურჭლის გამოყენება;

·         შენობის რეგულარულად განიავება;

·         ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშის პრაქტიკაში დანერგვა;

·         მრი-ით დაავადებულ პირებთან კოტაქტის შეზღუდვა.