მიქსედემა

მიქსედემა ენდოკრინული დაავადება, რომელიც ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით და წარმოადგენს ჰიპოთერიოზის მძიმე ფორმას.

 

მიზეზები

დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზებია:

·         პირველადი ხასიათის დროსფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი ანომალიები, ტრავმები, იმუნიტეტის დაქვეითება, რაც გამოწვეულია ქრონიკული დაავადებებით, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, ორგანიზმში იოდის უკმარისობა;

·         მეორადი ხასიათის დროსინფექციური, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული სისტემის ტრავმული ან შეშუპებით დაზიანება.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         სახის, კიდურების დასიება;

·         კუნთების ტკივილი;

·         მოდუნება, ძილიანობა;

·         კანის სიმშრალე;

·         თმის მტრევადობა, ცვენა;

·         მეტყველების დაქვეითება;

·         ენის შეშუპება;

·         სმენის დაქვეითება;

·         მეხსიერების დაქვეითება;

·         ხმის ჩახლეჩვა;

·         შეკრულობა;

·         ბრადიკარდია;

·         არტერიული ჰიპერტენზია;

·         ხუთვა;

·         ანემია;

·         ძლიერი თავის ტკივილი;

·         სხეულის ტემპერატურის დაგდება;

·         მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

·         მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს შემდეგ ანალიზებს:

·         სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;

·         სისხლის იმუნოფერმენტული ანალიზი;

·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსია;

·         ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია;

·         იოდის შემცველი პრეპარატები.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         ჰიპოტირეოიდული კომა;

·         ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა;

·         მიოკარდის ინფარქტი;

·         სტენოკარდია;

·         თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;

·         იშემიური ინსულტი.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         მენოპაუზის პირობებში მყოფი ქალბატონები;

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         თირკმელების უკმარისობის მქონე ადამიანები;

·         ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანები;

·         სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია

·         საკვებში საკმარისი იოდის გამოყენება;

·         სისხლში ჰორმონების რაოდენობის კონტროლი;

·         სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება;

·         ცხვირხახის დაავადებების დროული მკურნალობა.