მიკოზი

მიკოზი ნებისმიერი ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია პარაზიტული სოკოს დაავადებით. მიკოზი აზიანებს კანს, თმას, ლორწოვან გარსს, შინაგან ორგანოებს.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი;

·         კანის დაზიანებული საფარიდან ორგანიზმში სოკოს მოხვედრა;

·         დაინფიცირებულის მიერ გამოყენებული ნივთების, ტანსაცმლის მოხმარება;

·         ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენება;

·         შაქრიანი დიაბეტი, შიდსი.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია:

·         ფეხებზე ცუდი სუნის გაჩენა;

·         კანზე ბუშტუკების, ნაპრალების, პაპულების გაჩენა;

·         კანის დაზიანებული ნაწილის გაწითლება ან გაუფერულება, რასაც ახლავს ძლიერი ქავილი;

·         თითებს შორის კანის დახეთქვა;

·         კანის გაუხეშება;

·         ფრჩხილების დათხელება და მტვრევადობა;

·         თმის სიმშრალე, მტვრევადობა და ცვენა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:

·         დაზიანებული კანის საფარის გამოკვლევა;

·         კანის, თმის, ფრჩხილის საფარის ჰისტოლოგიური გამოკვლევა;

·         კანის საფარის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         გულმკერდის რენტგენი.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         კორტიკოსტეროიდებს;

·         ციტოსტატიკურ პრეპარატებს;

·         ფიზიოთერაპიას;

·         ქირურგიულ ჩარევას.

 

საშიშროება

აუცილებელი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს:

·         მეორადი ალერგიული დაავადებები;

·         ანთებითი პროცესები;

·         ლიმფოსტაზი.

 

რისკის ჯგუფი

·         დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები;

·         ჭარბი ოფლიანობის მქონე ადამიანები;

·         აუზებზე, საუნებში და საზოგადოებრივი გამოყენების სხვა ადგილებში ხშირად მოსიარულეები;

·         ჭარბი ტენიანობის მქონე კლიმატში მცხოვრები ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;

·         საერთო საშხაპეებსა და აბაზანებში ჩუსტების გამოყენება;

·         ვიტამინებით მდიდარი დაბალანსებული კვების რაციონი.