მიალგია

მიალგია დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუნთების ტკივილი.

გამოიყოფა მიალგიის შემდეგი სახეობები:

·         ფიბრომიალგია;

·         მიოზიტი;

·         პოლიმიოზიტი.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         ტრავმები, გაწელვა;

·         კუნთების ქსოვილების ანთება;

·         კუნთების ქსოვილებში სტაგნაცია;

·         ინფექციური დაავადებები;

·         ხშირი სტრესი;

·         ძლიერი გადაციება;

·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         კუნთის ქსოვილების იშემია;

·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         კუნთების ძლიერი ტკივილი;

·         ძვლებისა და კუნთების ძლიერი ტკივილი, რომელიც მძაფრდება პალპაციის დროს;

·         ხელებისა და ფეხების ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას;

·         კუნთების სისუსტე;

·         კუნთების კრუნჩხვები;

·         თავის ტკივილი;

·         გულის რევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად ტარდება:  

·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         რენტგენოგრაფია;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს;

·         ნემსებით ჩხვლეტას;

·         არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და გასაუმტკივარებელ საშუალებებს;

·         ვაკუუმ-თერაპიას;

·         ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად გამაღიზიანებელ და გამათბობელ მალამოებს;

·         ლიმფოდრენაჟს;

·         В ჯგუფის ვიტამინებს;

·         აკუპრესურას.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         პროლაპსი;

·         პროტრუზია;

·         მალათშორისი დისკების თიაქარი;

·         ოსტეოქონდროზი;

·         რადიკულიტი.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         გადაციებისგან თავის დაცვა;

·         ფიზიკური დატვირთვის გაკონტროლება;

·         საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროული მკურნალობა.