მეტყველების დარღვევა (ენის ბორძიკი)

მეტყველების დარღვევა მეტყველების დეფექტი, რომელსაც ახასიათებს ენის ბორძიკი, რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე ბგერის წარმოთქმა, რაც მთლიანობაში ართულებს მეტყველებას.
ბავშვებში დეფექტი ვლინდება საუბრის ინტენსიური დაწყების პერიოდში.

მიმდინარეობის მიხედვით გამოიყოფა:

·         ნევროტული ენის ბორძიკიმეტყველების დარღვევის სიმძაფრე, ამ ფორმის მქონე ბავშვები თანატოლებზე გაცილებით გვიან იწყებენ მეტყველებას;

·         ნევროზისმაგვარი ენის ბორძიკიენის ბორძიკი მხოლოდ მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობისას (სტრესული სიტუაცია).

 

მიზეზები

დღეისათვის დაუდგენელია დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:

·         არასწორი მეტყველების განვითარება (სწრაფი საუბარი, ზოგიერთი სიტყვის არასწორად გამოთქმა);

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;

·         თავის ტვინის სამეტყველო ცენტრების გაზრდილი აქტივობა;

·         კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა;

·         გადატანილი დაავადებების გართულება;

·         გადატანილი სტრესული სიტუაციები;

·         ფეხმძიმობის პერიოდში გადატანილი ნერვიულობა, სტრესი, არასასურველი გარემო პირობები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ტონური ენის ბორძიკი  საუბრისას ხდება თავისებური პაუზების ფორმირება;

·         კლონური ენის ბორძიკიადამიანი იმეორებს ბგერებს, ხმოვნებს ან სიტყვებს;

·         შერეული ენის ბორძიკიტონური და კლონური ენის ბორძიკის ნარევი.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ლოგოპედი, რომელიც ახდენს პაციენტის სერთო დათვალიერებას და უსვამს შეკითხვებს, რათა მოახდინოს დარღვევის ტიპის დადგენა და მაპროვოცირებელი ფაქტორების გამოვლენა.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ლოგოპედის გაკვეთილებს;

·         სუნთქვის ვარჯიშებს;

·         დამამშვიდებელ პრეპარატებს.

დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს ფსიქოლოგის კონსულტაცია.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება აღნიშნული პრობლემის დროული მკურნალობა, შესაძლო სიტუაცია მივიდეს ბავშვის ემოციურ ტრავმირებამდე.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ბავშვის მეტყველების განვითარებაზე მუშაობა;

·         ლოგოპედთან დროულად მისვლა;

·         ოჯახში მშვიდი ფსიქო-ემოციური სიტუაციის უზრუნველყოფა.