მენსტრუალური ციკლის დარღვევა

ნორმალურ მენსტრუალურ ციკლად ითვლება ციკლი, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 28-35 დღეს. უფრო ხანგრძლივი პერიოდი უკვე ნიშნავს, რომ ადგილი აქვს მენსტრუალური ციკლის დარღვევას.

დარღვევა იყოფა სამ ტიპად:

·         ამენორეა და ჰიპომენსტრუალური სინდრომი;

·         მენსტრუალური ციკლილის დარღვევა ჭარბი სისხლდენით;

·         ტკივილიანი მენსტრუაცია.

 

მიზეზები

მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზები შეიძლება იყოს:

·         მცირე თეძოს ორგანოების ინფექცია;

·         ჰორმონალური დარღვევები;

·         ძლიერი ემოციური განცდები;

·         რიგი ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედება;

·         ბავშვობაში გადატანილი ხშირი გაციება;

·         ბავშვობაში გადატანილი ინფექციური დაავადებები.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის შეკვეცა;

·         გამოყოფილი სისხლის მოცულობის შემცირება;

·         ციკლის რეგულარობის დარღვევა;

·         მენსტრუაციის დროს უწყვეტი ტკივილი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

·         მცირე თეძოს ორგანოების და სხვა შინაგანი ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         სისხლისა და შარდის ანალიზი;

·         სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების გამოკვლევა;

·         საშვილოსნოს შიდა ნაწილის გამოკვლევა.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         მცენარეულ ექსტრაქტზე დამზადებულ პრეპარატებს;

·         ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;

·         ვიტამინებს;

·         ფიზიოთერაპიას.

 

საშიშროება

აღნიშნული პრობლემის უყურადღებოდ დატოვება იწვევს ისეთი სახის გართულებების განვითარებას, როგორიცაა:

·         საშვილოსნოს ანთებით პროცესი;

·         ცისტიტი;

·         საშვილოსნოში და საკვერცხეებში ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების გაჩენა;

·         უნაყოფობას.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ემოციური ტრავმებისგან თავის დაცვა;

·         ფიზიკური დატვირთვების გაკონტროლება;

·         სხეულის ოპტიმალური მასის შენარჩუნება;

·         რაც შეიძლება მეტი ვიტამინის ჩართვა რციონში;

·         წელიწადში ორჯერ ფიზიოთერაპიული პროფილაქტიკის ჩატარება, რომლითაც რეგულირდება ჰორმონალური ფონი.