მენინგიტი

მენინგიტი დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინის გარსის ანთება. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს პირველადი და მეორადი ხასიათი.

არსებობს მენინგიტის შემდეგი სახეობები:

·         პაქიმენინგიტიტვინის მყარი გარსის ანთება;

·         ლეპტომენინგიტიტვინის რბილი გარსის ანთება.

გამაღიზიანებლების მიხედვით გამოიყოფა მენინგიტის შემდეგი სახეობები:

·         ბაქტერიული (პნევმოკოკური ტუპერკულოზური);

·         ვირუსული (ენტეროვირუსი);

·         სოკოვანი (კრიპტოკოკოზური, კანდიდოზური);

·         პროტოზოიუდული (მალარია, ტოქსოპლაზმოზი).

ანთებითი პროცესის მიხედვით გამოყოფენ:

·         ჩირქოვან მენინგიტს;

·         სეროზულ მენინგიტს.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება ტვინის ქსოვილების ვირუსებით და სოკოთი დაავადების შედეგად, რაც იწვევს ანთებით პროცესს. მენინგიტის მიზეზებია:

·         ვირუსები;

·         ბაქტერიები;

·         ინფექციური დაავადებების გართულებები;

·         თავის ტრავმები.

დაავადება შეიძლება გადამდები იყოს ჰაერ-წვეთოვანი გზით.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია:

·         თავის ტკივილი;

·         სხეულის ტემპერატურის აწევა;

·         ციება, რომელიც იცვლება ცხელებით;

·         გახშირებული სუნთქვა;

·         ტაქიკარდია;

·         ზურგისა და კიდურების კუნთების დაძაბულობა;

·         ღებინება;

·         გაზრდილი მგრძნობელობა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების მკურნალობის დასადგენად დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-თერაპევტი, რისთვისაც საჭიროა:

·         ლუმბალური პუნქცია;

·         ვერებროსპინალური სითხის ანალიზი;

·         თავის ტვინის კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიბიოტიკებს;

·         სუlფანილამიდებს;

·         ზოგადგამაჯანსაღებელ პრეპარატებს;

·         კორტიკოსტეროიდებს, დიურეტიკებს;

·         ზურგის ტვინის განმეორებით პუნქციას.

 

საშიშროება

მკურნალობის არარასებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         თავის ტივინის შეშუპება;

·         ტვინის ინფარქტი;

·         მენინგოკოკური სეპსისი;

·         ჰიდროცეფალია;

·         ჰემორაგიული სინდრომი;

·         ეპილეპტიკური შეტევები;

·         სმენის დაკარგვა;

·         მხედველობითი ნერვის ატროფია, სიბრმავე;

·         ჰიპოფიზის დისფუნქცია.

მენიგიტის რთული ფორმის დროს დგება ლეტალური შედეგი.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         დღენაკლული ბავშვები;

·         2 წლამდე ბავშები;

·         მოხუცები;

·         სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები;

·         თავის თანდაყოლილი დეფექტის მქონე პირები;

·         ალერგიის მქონე პირები;

·         ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პირები;

·         თავისა და ზურგის ტრავმების მქონე პირები.

 

პროფიალქტიკა

რეკომენდირებულია:

·         მენინგიტის მქონე პირებთან კონტაქტისთვის თავის არიდება;

·         ჰიგიენის წესების დაცვა;

·         მენინგიტის გარკვეული სახეობების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება.