მედიკამენტური ალერგია


მედიკამენტური ალერგია  – დაავადება, რომელიც ხასიათდება მეორეხარისხოვანი რეაქციით მედიკამენტებზე, რასაც საერთო ან ადგილობრივი კლინიკური გამოვლინებები ახლავს.

ყველაზე გავრცელებული მედიკამენტი ალერგენები:

·         პენიცილინის ჯგუფის პრეპარატები;

·         სულფანილამიდური პრეპარატები;

·         ბარბიტურატები;

·         ინსულინი;

·         სხვადასხვა ვაქცინები;

·         კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         ჰიპერტირეოზის პრეპარატები.

 

მიზეზები

მედიკამენტური ალერგიის მიზეზებს წარმოადგენს:

·         ზოგიერთი მედიკამენტის ხშირი და ხანგრძლივი მიღება;

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;

·         კანის სოკოვანი დაავადებები;

·         ალერგიული დაავადებები (პოლინოზიბრონქიალური ასთმა).

მედიკამენტების მიღებისას ალერგიული რეაქციები უფრო დაბალია, ვიდრე ინექციის დროს.

 

მედიკამენტური ალერგიის სიმპტომები

მედიკამენტური ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვილინდება წამლის მიღებისთანავე და თან ახლავს:

·         ხველა, სუნთქვის დარღვევა;

·         ცემინება, ცხვირის ლორწოვანის ქავილი, გამონადენი, ცხვირის გაჭედვა;

·         გამონაყარი ქავილის თანხლებით;

·         ანაფილაქტიკური შოკი (გონების დაკარგვა, სუნთქვის შეჩერება).

რამოდენიმე დღის შემდეგ წარმოიშობა შემდეგი სიმპტომები:

·         ტრომბოციტოპენია;

·         ციებ-ცხელება;

·         ალერგიული ვასკულიტი და პურპურა;

·         პოლიართრიტი;

·         პლიმფადენოპათიები;

·         შიდა ორგანოების დაზიანება (ალერგიული ჰეპატიტი, ნეფრიტი და სხვა).

 

დიაგნოსტიკა

მედიკამენტური ალერგიის დიაგნოსკიას ატარებს ექიმი-ალერგოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         ცხვირის ლორწოვანის და გამონადენის ანალიზს;

·         იმუნოგრამას;

·         რინოსკოპიას;

·         პროვოკაციულ და კანის ტესტებს.

დამატებითი დიაგნოსტიკისთვის შესაძლოა დაინიშნოს:

·         კალას (განავლის) ანალიზი;

·         მუცლის ღრუს ულტრა-ბგერით გამოკვლევა;

·         ენდოსკოპიური გამოკვლევა.

 

ალერგიის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;

·         ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდებს;

·         სისხლძარღვების შემავიწროვებელ საშუალებას ცხვირისთვის;

·         იმუნოთერაპიას.

პირველ რიგში სჭიროა იმ პრეპარატების გამორიცხვა, რომელბიც ამაღლებენ ალერგიულ რეაქციას.

 

დიეტა

რამდენადაც მედიკამენტური დიეტით დაავადებულებს ხშირად საკვებზე ალერგიაც აწუხებთ, მიზანშეწონილია დაიცვან დიეტა, რომელიც ზღუდავს ისეთი პროდუქტების მოხმარებას, როგორიცაა:

·         შაქარი;

·         თაფლი;

·         კამფეტი;

·         საკონდიტრო ნაწარმი.

რაციონიდან უნდა ამოიღონ:

·         მსუყე საკვები;

·         საკვები დანამატები და საღებავები;

·         დამარილებული, შებოლილი, დამარინადებული საკვები;

·         ღვიძლი, თირკმელები, ტვინი;

·         კონსერვები;

·         კაკაო, შოკოლადი;

·         სპირტიანი სასმელები.

 

საშიშროება

თუ არ იქნება დროულად დადგენილი როგორ განიკურნოს მედიკამენტური ალერგია, ეს შეიძლება დასრულდეს ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით და საბოლოოდ ლეტალურ შედეგამდეც მივიდეს.

 

პროფილაქტიკა

მედიკამენტური ალერგიის სამომავლოდ გამოსარიცხად რეკომენდირებულია წამლების მიღებამდე ექიმთან კონსულტაციის გავლა.