მასტოიდიტი

მასტოიდიტი - წარმოადგენს საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩის მწვავე ანთებას. დვრილისებრი მორჩი  ეს არის ადგილი, სადაც მიმაგრებული კუნთები თავის მოხრისა და მობრუნების საშუალებას იძლევა. მოცემული ანატომიური ზონა მდებარეობს ყურის ნიჟარის უკან და გამოიყურება როგორც ძვლოვანი წანაზარდი, რომელიც მიბმულია ყურის ნაწილს.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         შუა ყურის ინფექცია (მასტოიდიტიეს არის მწვავე ოტიტის გართულება);

·         დვრილისებრი მორჩის ტრავმა;

·         სეფსისი (სისხლის მოწამვლა);

·         დვრილისებრ მორჩთან ახლოს არსებული ლიმფური კვანძების ანთება.

 

სიმპტომები

დაავადების მახასიათებელი სიმპტომები გამოიყურება შემდეგნაირად:

·         ყურის ტკივილი;

·         სხეულის ტემპერატურის აწევა;

·         თავის ტკივილი;

·         გარე სასმენი გზიდან გამონადენი;

·         ჩირქოვანი სეკრეციის დაგროვება მორჩის შიდა ნაწილში;

·         ჩირქი ავსებს მორჩის დამაკავშირებელ ქსოვილებს და შიდა ნაწილს;

·         სიწითლე;

·         ხვრელის გაჩენა და იქედან ჩირქის გამოყოფა;

·         შუა და შიდა ყურში ჩირქის გადასვლა;

·         ძლიერი თავბრუსხვევა;

·         სმენის დაკარგვა;

·         ხმაური ყურებში;

·         თვალის კაკლების თამაში;

·         სახის ასიმეტრია;

·         ქუთუთოების დახურვის შეუძლებლობა;

·         ჩირქის გადასვლა თავის ქალის არეში.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:

·         ოტოლარინგოლოგის მიერ დათვლიერება;

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         რენტგენოგრაფიული გამოკვლევა;

·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მასტოიდიტის გართულების შემთხვევაში ხდება პაციენტის დამატებით გამოკვლევა.

 

მკურნალობა

დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება:

·         ანტიბაქტერიოთერაპია;

·         ქირურგიული ჩარევა;

·         იმუნომაკორექტირებელი პრეპარატების გამოყენება;

·         ადგილობრივი თერაპია;

·         შიდა ყურის გამორეცხვა ადგილობრივი პრეპარატებით.

 

საშიშროება

მასტოიდიტიეს არის სერიოზული დაავადება, რომელსაც თან ახლავს მთელი რიგი გართულებები –  დაწყებული სმენის ნაწილობრივად და სრულად დაკრგვით და დამთავრებული შემდეგი სახის გართულებებით:

·         თავის ტვინის აბსცესი;

·         თავის ტვინის საფარის ანთება;

·         სიგმასმაგვარი სინუსის თრომბოზი და ა.შ.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         შუა ყურის ანთების დროული დიაგნოსტიკა;

·         ოტიტის ადეკვატური მკურნალობა;

·         ვიტამინების მიღება;

·         ჯანსაღი ცხოვრების წესი;

·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა;

·         სრულფასოვანი კვება;

·         გადაციებისგან თავის დაცვა;

·         გაციებით გამოწვეული დაავადებების დრული მკურნალობა.