მასკულინიზაცია


მასკულინიზაცია - წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც ხდება მდედრობით ორგანიზმში მამრობითი  «ანდროგენდამოკიდებული» ნიშნების გაჩენა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ქალის გამამაკაცება, რომლის დროსაც ხდება ქალში მამაკაცური ნიშნების გაჩენა, მაგალითად ულვაშები, ხმის დაბოხება და ა.შ. 

 

არსებობს დაავადების სამი სტადია:

·         1-სტადია: გარე სასქესო ორგანოების დაზიანება ჰერპესით;

·         2-სტადია: საშვილოსნოს ყელის, საშოს, ურეტრას დაზიანება;

·         3-სტადია: შარდის ბუშტისა და საშვილოსნოს დაზიანება;

ასეთი სინდრომი წარმოადგენს ორგანიზმში სქესობრივი ბალანსის დარღვევის შედეგს. სხვადასხვა მიზეზების გამო თირკმელზედა ჯირკვლები და საკვერცხეები იწყებენ დიდი რაოდენობით მამაკაცური ჰორმონების გამოყოფას.

 

მიზეზები

დაავადების ძირითადი მიზეზებია:

·         ჰიპერანდროგენიაანდროგენების გადაჭარებებით გამომუშავება;

·         თირკმელზედა ჯირკვლების და საკვერცხეების მუშაობის პრობლემა;

·         ადამიანის ორგანიზმში სტერიოდების მეტაბოლიზმის დარღვევა. 

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         მასკულინიზაციის ვიზუალური ნიშნები;

·         ქალის მეორადი სასქესო ნიშნების დაკარგვა, მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენის გამო;

·         მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

·         სარძევე ჯირკვლების ატროფია;

·         ენდოკრინული ხასიათის დაავადებები;

·         გარე და შიდა სასქესო ორგანოების ატროფია ან ჰიპერტროფია.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ნიშნავს:

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         ე.წ. «ვირუსის გამოყვანის» მეთოდს, რაც გულისხმობს დაზიანებული ორგანოებიდან ნაცხის აღებას;

·         შარდის საერთო ანალიზს;

·         შარდ-სასქესო ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას.

შესაძლებელია დამატებითი კონსულტაცია ექიმ-გინეკოლოგთან.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ჰერპესული ინფექციის მწვავე პერიოდის დროს ანტივირუსული პრეპარატებისა და მალამოების გამოყენებას;

·         იმუნომოდერიებად თერაპიას;

·         ანტიჰერპესული იმუნოგლობულინის დანიშვნას;

·         ვიტამინოთერაპიას;

·         ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობას.

კომპლექსური მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში პაციენტების უმრავლესობას უბრუნდება შვილის გაჩენის შესაძლებლობა და უღდგება მენსტრუალური ციკლი.

ყველაზე რთულია ჰირსუტიზმის მოცილება, მაგრამ კომპლექსურ მკურნალობას ამ შემთხვევაშიც აქვს შედეგი. როგორც წესი ვირილიზირებადი შესიებები კეთილთვისებიანია და მათი მოციელბის შემდეგ ხდება სრული გამოჯანმრთელება. 

 

საშიშროება

მთავარი საშიშროება დაავადების არსებობისას არის სასქესო სისტემის მუშაობის დარღვევა და უნაყოფობა. თუმცა თანამედროვე მედიცინა მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ცდილობს დაეხმაროს იმ ქალბატონებს, რომლებსაც დაავადება აწუხებთ მისი დროული გამოვლენით, რათა მოხდეს ქალისთვის რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნება. 

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ენდოკრინოლოგის რეგულარული დაკვირვება;

·         გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი;

·         თირკმელზედა ჯირკვლებისა და საკვერცხეების პრობლემების დროულად მოგვარება.