მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი

მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი - წარმოადგენს რთულ ფსიქიკურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს მანია და დეპრესია.

 

მიზეზები:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         თავის ტვინის ტრავმები ან ოპერაციები;

·         თავის ტვინის დაავადებები (მენინგიტი, ენცეფალიტი);

·         ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობა;

·         თავის ტივნის რეგულატორული სისტემების შევიწროვება.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         დეპრესიული ფაზადეპრესიული აფექტი (დარდიანობა, ცუდი ხასიათი, დანაშაულის გრძნობა, თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება), ფსიქიკური პროცესების შენელება, გონებრივი დარღვევები, გულის რითმის დარღვევა (ტაქიკარდია, ბრადიკარდია);

·         მანიაკალური ფაზამანიაკალური აფექტი (განწყობის ამაღლება), ბევრი საუბარი, მოძრაობითი აღგზნება, ფსიქიკური პროცესების დაჩქარება, ინტელექტუალური აღგზნება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ფსიქიატრი ატარებს დიაგნოსტიკას და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

·         თავის ტვინის რენტგენოგრაფიას;

·         ელექტროენცეფალოგრაფიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიდეპრესანტებს;

·         ანტიფსიქოტროპულ პრეპარატებს;

·         ნორმოტიმიკებს;

·         ნეიროლეპტიკებს;

·         დამამშვიდებელ პრეპარატებს.

პარალელურად პაციენტებს ენიშნებათ ფსიქოთერაპიის კურსი.

 

საშიშროება

დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სუიციდის მცდელობა, ინტელექტის დარღვევა და შრომისუნარიანობის დაქვეითება.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         თავის ტრავმებისა და თავის ტვინზე ოპერაციების გადამტანი ადმიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ექიმ-ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის გავლა;

·         პრევენციული თერაპიის ჩატარება.