ლორდოზი

ლორდოზი - წარმოადგენს თანდაყოლილ ან შეძენილ ხერხემლის გამრუდებას წელისა და კისრის არეში, რომელსაც ახასიათებს ოდნავ წინ გადახრა. დღეისათვის არსებობს ორი ხარიხის ლორდოზი:  

·         ხერხემლის ნორმალური ლორდოზი (ბუნებრივი მოხრა, რომელიც ამცირებს ზეწოლას ხერხემალზე და სხეულს მოქნილობას ანიჭებს);

·         პათოლოგიური ლორდოზი (დაავადება, რომელიც ვლინდება მცირე შინაგანი ფაქტორების დროს; ხერხემლის მოხრა შეიძლება იყოს უფრო დიდი ან უფრო ნაკლები).

ლოკალიზაციის მიხედვით არსებობს ლორდოზის ორი ფორმა:

·         წელის ნაწილის;

·         კისრის ნაწილის

 

მიზეზები

ლორდოზის წარმოშობის მიზეზებია:

·         ხერხემლის ტრავმები და დაზიანებები;

·         ბრტყელტერფიანობა;

·         ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების უკმარისობა;

·         გაცხიმოვნება;

·         სწრაფი ზრდა ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში;

·         კუნთების დისბალანსი.

 

სიმპტომები

დაავადების ძირითადი სიმპტომებია:

·         თავისა და მხრების წინ წაწევა;

·         გამობურცული მუცელი;

·         ბრტყელი გულმკერდი;

·         სხვადასხვა მიმართლებით წასული მუხლები;

·         ზურგის მოძრაობის შეზღუდვა;

·         ზურგის ტკივილი;

·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

·         ქრონიკული დაღლილობა;

·         სწრაფი დაღლა.

 

დიაგნოსტიკა

ლორდოზის მკურნალობის დასადგენად საჭიროა შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:

·         ხერხემლის უკანა და გვერდითი მხრიდან რენტგენის გადაღება;

·         ორთოპედის, ქირურგის, ნევროლოგის მხრიდან შემოწმება;

·         ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

დაავადების მკრუნალობა წარმატებული რომ იყოს, აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება. თავიდან უნდა მოხდეს დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა. ასევე მნიშვნელოვანია ფიზიოთერაპიით ხერხემლის კორექტირება, სპეციალური სახვევების და კორსეტების ტარება. 
მკურნალობა მოიცავს შემდეგ ნაწილებს:

·         მანუალური თერაპია;

·         გამაჯანსაღებელი მასაჟი;

·         ნემსრეფლექსოთერაპია;

·         ხერხემლის გაჭიმვა;

·         სამკურნალო ფიზკულტურა;

·         ცურვა.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება სერიოზული პრობლემები. ასევე, აღნიშნული პრობლემით საჭიროა პროფესიონალ ექიმთან მისვლა, რათა არ მოხდეს ორგანიზმის კიდევ უფრო დაზიანება.

 

პროფილქტიკა

რეკომენდირებულია:

·         მუდმივი ფიზიკური ვარჯიში;

·         ცურვა;

·         ბავშვებისთვის მასაჟის გაკეთება;

·         მეძუძრობისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვების შემოწმება ორთოპედის მიერ ყოველწლიურად.