ლისტერიოზი

ლისტერიოზი ზოონოზური ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ლიფომიდური და ნერვული ქსოვილების დაზიანება, რომელიც მიმდინარეობს ანგინოზურ-სეპტიკური ფორმით.  

 

მიზეზები

დაავადების წარმოშობის მიზეზებია:

·         დაბინძურებული საკვების ან სათანადოდ გაურეცხავი პროდუქტის გამოყენება;

·         ინფექციის მოხვედრა ორგანიზმში კანის დაზიანებული საფარიდან;

·         ინფექციის გადაცემა სქესობრივი აქტის დროს;

·         მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის დაინფიცირება.

 

სიმპტომები

ლისტერიოზს ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ციება;

·         თავის ტკივილი;

·         გულის რევა, ღებინება;

·         გრიპის ნიშნები (კონიუქტივიტის ანთება, ყელის ტკივილი);

·         წვრილი გამონაყარი (კვანძოვანი ან ლაქოვანი);

·         სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;

·         შარდვის ხშირი მოთხოვნილება;

·         მაღალი ტემპერატურა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი, რისთვისაც ნიშნავს:

·         ცხვირის გამონადენის ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას;

·         კონიუქტივის ნაცხის ანალიზს;

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         ლიმფური კვანძების ბიოპსიას;

·         პლაცენტას პუნქციას (ფეხმძიმე ქალებში).

აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება:

·         ელექტროენციფალოგრამა;

·         ლუმბალური პუნქცია;

·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ტეტრაციკლინის ან პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს;

·         წოლით რეჟიმს;

·         ავადმყოფის იზოლაციას.

 

საშიშროება

დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:

·         სეფსისი;

·         პნევმონია;

·         მენინგიტი;

·         ზურგის, თავის ტვინის აბსცესი;

·         ნერვული სისტემის აშლილობა;

·         პატარა ბავშვებში აღინიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა.

ფეხმძიმე ქალებში დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა ან მკვდარი ბავშვის დაბადება.

შემთხვევების 30%-ში დგება ლეტალური შედეგი.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         მოხუცები;

·         ახალშობილები;

·         სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები;

·         ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ადამიანები;

·         ფეხმძიმე ქალები;

·         ნარკო და ალკოდამოკიდებული ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

·         მეცხოველეობის ფერმებში ვეტერინარული კონტროლის ჩატარება;

·         ფეხმძმე ქალებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ საკვები პროდუქტების სისუფთავის მიმართ.