ლიპომა

ლიპომა (ცხიმგროვა) – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება დამაკავშირებელი ქსოვილით. ყველაზე მეტად ეს წარმონაქმნი ჩნდება კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების ფენაში. ის უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და ნელა ვითარდება.

 

მიზეზები

დაავადების წარმოშობის მიზეზები შეიძლება იყოს:

·         მემკივდრეობითი მიდრეკილება;

·         ორგანიზმში მეტაბოლიზმის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათბს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         რბილი კვანძის სახით შესიების გაჩენა, დიამეტრით 1-5 სმ;

·         კვანძი უმტკივნეულოა;

·         კვანძის გადიდების შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს გარშემო ქსოვილების ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა, რაც იწვევს ტკივილს.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასმისას ტარდება შემდეგი პროცედურები:

·         პაციენტის ჩივილების შეჯამება;

·         ქირურგის მიერ შესიებული ადგილის ბიმანუალური შესწავლა;

·         პუნკციური ბიოპსიაიძლევა შესიების კეთილთვისებიანობის დადგენის საშუალებას.

 

მკურნალობა

დაავდების მკურნალობა მოიცავს:

·         პაციენტისთვის ნარკოზის გაკეთებას;

·         საოპერაციო ველის დამუშავებას;

·         ერთი ან რამდენიმე ჭრილის გაკეთებას;

·         ლიპომის ადგილის გათავისუფლება ცხიმის მასისგან;

·         ნაკერებისა და ასეპტიკური ნახვევის დადება;

·         პაციენტზე დაკვირვება სტაციონარში 2-3 დღის მანძილზე.

მცირე ზომის ლიპომების მოცილება შესაძლებელია რადიოტალღური მეთოდით. პროცედურა უმტკივნეულოა, უსისხლო და ნაკერების გარეშე.

 

საშიშროება

დაავადების დიდი ხნით არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებულ ადგილში სისხლის შეკავება და ქსოვილის ნეკროზი.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ძირითადად მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რაიმე განსაკუთრებული პროფილაქტიკური მეთოდი ლიპომის თავიდან ასაცილებლად არ არსებობს.