ლეიკემია

ლეიკემია (ლეიკოზი, სისხლის კიბო) სისხლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის მატარებელ სისტემაში ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენა. ლეიკემიას შეიძლება ჰქონდეს მწვავე და ქრონიკული ხასიათი.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         კონცეროგენებით ხანგრძლივი დროის მანძილზე მოწამვლა;

·         იონიზირებული დასხივების ზემოქმედება ორგანიზმზე;

·         არასწორი კვება;

·         ვირუსების ზემოქმედება.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         სისუსტე, სწრაფი დაღლა;

·         მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება;

·         ძილის დარღვევა;

·         კანის საფარის გაუფერულება;

·         თვალების ქვეშ დიდი მუქი წრეების გაჩენა;

·         კანის ტრავმების რთულად შეხორცება;

·         ცხვირიდან სისხლდენა;

·         კანზე ჰემატომების გაჩენა;

·         ვირუსული დაავადებების მიმართ მიდრეკილება;

·         მუდმივად მაღალი სხეულის ტემპერატურა;

·         ლიმფური კვანძების გადიდება.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი, პაციენტს უტარდება:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;

·         ძვლის ტვინის პუნქცია;

·         ძვლის ტვინის ტრეპანობიოპსია;

·         ძვლის ტვინის ქსოვილების იმუნოფენოტიპირება.

პარალელურად პაციენტს აკვირდება ექიმი-ონკოლოგი.

 

მკურნალობა

დაავადების აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ქიმიოთერაპიას;

·         სისხლძარღვების ტრანსპლანტაციას;

·         დონორული ლიმფოციტების ტრანსფუზიას;

·         ჰორმონალურ პრეპარატებს.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობისას შესაძლოა:

·         რთული ინფექციების გაჩენა ტრავმების ხანგრძლივი და რთული შეხორცების გამო;

·         ორგანოების და ქსოვილების შეშუპება.

დაავადების გვიანდელ სტადიაზე დგება ლეტალური შედეგი. ბავშვებში საშიშროება უფრო დიდია, რადგან ლეიკემიისას განვითარებულმა ნებისმიერმა გვერდითმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

 

რისკის ჯგუფი

ჯგუფში შედიან:

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         ძლიერი რადიოაქტიური დასხივების გადამტანი ადამიანები;

·         ქიმიური ნივთიერებებით მოწამლული ადამიაენბი;

·         გენეტიკური აშლილობის მქონე ადამიანები;

·         მწეველები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ტოქსიკურ ნივთიერებებთან სიფრთხილის გამოჩენა;

·         რადიაციულ ზონაში მოხვედრისას უსაფრთხოების წესების დაცვა;

·         იმუნიტეტის გაძლიერება.