კვინკეს შეშუპება

კვინკეს შეშუპება (ანგიონერვული შეშუპება) მწვავე ალერგიული რეაქცია, რომელიც ხასიათდება სახის ან კიდურების გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         საკვები ალერგენები;

·         მტვრის ალერგენები;

·         საყოფაცხოვრებო ქიმია, კოსმეტიკა;

·         სამკურნალო პრეპარატები.

რეაქციის გაჩენის ფაქტორებია:

·         გადატანილი სტომატოლოგიური ოპერაციები;

·         ჰაერის ტემპერატურს მკვეთრი ცვლილება;

·         ხშირი სტრესი;

·         საკვერცხის კისტა.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         შეშუპება, რომელიც აზიანებს სახელს, ქუთუთოებს, პირის ლორწოვან გარსს;

·         შეშუპების ადგილებში წვა და ტკივილი;

·         შეშუპებული ადგილების სიმყარე.

კვინკეს შეშუპების დროს ასევე აღინიშნება:

·         ხმის ჩახლეჩვა;

·         ხველა, გართულებული სუნთქვა;

·         სახის სილურჯე.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ალერგოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         სისხლის, შარდის საერთო ანალიზი;

·         კომპლემენტის სისტემის გამოკვლევა;

·         კანის სინჯები ალერგენების მიმართ;

·         იმუნოგრამის გამოკვლევა.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;

·         ანტიალერგიულ პრეპარატებს;

·         გლუკოკოსტიკოსტეროიდებს.

·         ალერგენთან კონტაქტის სასწრაფოდ შეწყვეტას;

·         დაზიანებულ ადგილებში ცივი კომპრესების დადებას;

·         ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებას.

თუ შეშუპება არ ჩაცხრება 2-3 საათში, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.

 

დიეტა

მკრნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:

·         კვერცხი;

·         შოკოლადი;

·         თხილი, მარცვლეული;

·         თევზი;

·         ციტრუსები;

·         ტომატი, პომიდორი;

·         რძის პროდუქტები.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება აღნიშნული პორბლემის დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს ბრონქების და ტრაქეის შეშუპება, რაც თავის მხრივ იწვევს ასფიქსიას.

 

რისკის ჯგუფი

·         ალერგიის მქონე პირები;

·         ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები;

·         ფეხმძიმე ქალები;

·         დარღვეული მენსტრუალური ციკლის მქონე ქალები;

·         ჰიპერთირეოზით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები;

·         ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობის მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

·         ოტოლარინგოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობა;

·         დიეტის დაცვა;

·         საცხოვრებელი სივრცის რეგულარული დასუფთავება.