კუშიგინის სინდრომი

კუშიგინის სინდრომი (იცენკო-კუშიგინის სინდრომი, ჰიპერკორტიციზმი) დაავადება ხასიათდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ჰორმონების ზემოქმედბით ორგანიზმზე (კორტიზოლი, კორტიკოსტერონი). სინდრომი ბავშვებს ძუძუმწოვრობის ასაკშივე შეიძლება გამოუვლინდეთ. 

 

მიზეზები

·         გენეტიკური მიდრეკილება;

·         ჰიპოფიზის შეშუპება;

·         ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი სინთეზი;

·         ფილტვის და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო;

·         ბრონქების ადენომა;

·         თირკმეზედა ჯირკვლების კიბო, ადენომა ჰიპერპლაზია;

·         გლუკოკორტიკოიდების შემცველი პრეპარატების ხანგრძილვი მიღება.

 

სიმპტომები

·         გასუქება;

·         ქრონიკული სიწითლე სახის კანზე;

·         წვრილი გამონაყარი კანზე;

·         კისერზე კანის გამუქება;

·         კუნთების ატროფია;

·         კიდურების ზომის შემცირება;

·         მუცლისა და თეძოების ნაწილში კანის დაჭიმვა და სისლხჩაქცევები;

·         არტერიული წნევის აწევა;

·         ძლიერი თავის ტკივილი;

·         ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა;

·         დექსამეტაზონით, კორტიკოლიბერინით და ადრენოკორტიკოტროპინის ჰორმონით დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება;

·         მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

·         თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობის შესამცირებელი პრეპარატები;

·         ცილების, ნახშირწყლების, მინერალების ცვლის დამარეგულირებელი პრეპარატები;

·         სხივური თერაპია;

·         ქიმიოთერაპია;

·         ქირურგიული ჩარევა.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         ინსულტი;

·         პიელონეფრიტი;

·         სეპსისი;

·         ოსტეოპორეზი;

·         თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;

·         შარდკენჭოვანი დაავადება;

·         კანის სოკოვანი და ჩირქოვანი დაავადებები;

·         ფეხმძიმობის დროს მუცლის მოშლის დიდი ალბათობა;

·         ლეტალური შედეგი.

 

რისკის ჯგუფი

ძირითადად ქალები 25-40 წლის ასაკში.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         წელიწადში ერთხელ თურქული კეხის რენტგენის გაკეთება;

·         სისხლის პლაზმაში ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დონის გაკონტროლება;

·         თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფიზის ამოკვეთის შემთხვევაში სტეროიდების მუდმივი მიღება.