კრონის დაავადება

კრონის დაავადება ნაწლავის ტრაქტის ნაკლებგამოკვლეული, ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც მიმდინარეობს ნაწლავის გრანულომატოზური სეგმენტური ანთება.  დაავადების ქვესახეობად გამოიყოფა მსხვილი ნაწლავის დაავადება - მსხვილი ნაწლავის დაზიანება.

 

მიზეზები

დაავადების მიზეზები დღემდე დაუდგენელია. მისი წარმოშობის სავარაუდო ფაქტორებად ითვლება:

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;

·         გადატანილი ინფექციური დაავადებები (განსაკუთრებით ტუპერკულოზი);

·         დაბალი იმუნიტეტი;

ახალი კვლევების რეზულტატები მოწმობს ინფექციურ ეტიოლოგიას, მაგრამ ამ ჰიპოთეზამ საბოლოო დამტკიცება ვერ მიიღო.

 

კრონის დაავადების სიმპტომები

ექიმისთვის რთულია კრონის დაავადების ამოცნობა, რადგან მისი სიმპტომები უამრავი შეცდომის დაშვების საშუალებას იძლევა. პათოლოგიის ძირითადი გამოვლინებებია:

·         მუცელში სხვადასხვა სიძლიერისა და ლოკალიზაციის ტკივილები;

·         ელვისებური ციებ-ცხელება, ან ძლიერი სუბფიბრილიტეტი;

·         დიარეა მეტეორიზმისა და მელენას თანხლებით;

·         გულის რევა და ღებინება, მადის დაცემა, სხეული წონის ვარდნა, ავიტამინოზი;

·         ანალური ხვრელის ადგილას კანის დაზიანება;

·         ცვლილებები სისხლში: ანემია, გაზრდილი ედსი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე) და ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა.  

 

დიაგნოსტიკა

კრონის სინდრომის დასადგენად აუცილებელია მთელი რიგი დაავადებების გამორიცხვა, რომლებსაც აქვთ მსგავსი სიმპტომები: მწვავე აპენდიციტი, მუცლის ტიფი, დიზენტერია, ჰელმინტოზი, კუჭ-ნაწლავის ავთვისებიანი წარმონაქმნები, ნაწლავის ტუპერკულოზი. ამისათვის ტარდება:

·         ერთი ან რამოდენიმე გამოკვლევა: რეკტორომანოსკოპია, ირიგოსკოპია, კოლონოსკოპია; სქელი და თხელი ნაწლავის ქსოვილის ბიოფსია;

·         მუცლის ღრუს ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         სისხლის, შარდის და განავლის ანალიზი.

 

კრონის დაავადების მკურნალობა

დღეისათვის კრონის დაავადების სრულად განკუნრება შეუძლებელია. მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს სიმტომების აღმოფხვრით, რაც დაავადების რემისიის საშუალებას იძლევა. მკურნალობის ახალ მეთოდებში შედის ბიოპრეპარატების შეყვანა, ღეროვანი უჯრედებით და მემბრანული პლაზმაფრეზით მკურნალობა ახლა ინერგება და ხელმისაწვდომია მხოლოდ წამყვან კლინიკებში.

რემისიის პერიოდში ტარდება საკურორტო-სანატორიული მკურნალობაც.

 

დიეტა

კრონის დაავდების დროს პრინციპულად აუცილებელია სწორი კვება:

·         არ შეიძლება საკვებში ნაწლავის გამაღიზიანებელი პროდუქტების გამოყენება. გამორიცხულია მჟავე წვენები, უმი ბოსტნეული, ფაფები, მაგრად მოხარშული კვერცხი;

·         ნებადართულია საქონლის და ქათმის ხორცის ნახარშზე მომზადებული უცხიმო წვნიანები, მოხარშული ხორცი და თევზი, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, უცხიმო რძის პროდუქტები;

·         რეკომენდირებულია № 3 ცხრილის შესაბამისი დიეტა.

 

საშიშროება

ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს შემდეგი გართულებები: ნაწლავის გასკდომა, პერიტონიტი, ნაწლავების გადახლართვა, ნაწლავის სანათურის ნაწიბუროვანი შევიწროვება. მკურნალობის დიდი ნაწილი მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევის გზით. შესაძლებელია თუ არა კრონის დაავადების დროს ფეხმძიმობა? დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადება არის მყარი რემისიის მდგომარეობაში.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც ოჯახში უკვე ჰქონდათ დაავადების შემთხვევები.

 

პროფილაქტიკა

შემუშავებული არ არის, რადგან დაავადების ეტიოლოგია დღემდე დაუდგენელია.