კონტაქტური დერმატიტი

კონტაქტური დერმატიტი კანის ანთებითი დაავადება, რომელიც ჩნდება კანზე ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით. შეიძლება გაჩნდეს ხელებზე, სახეზე, ქუთუთოებზე. არსებობს ორი ტიპის:

·         უბრალო (გამაღიზიანებელი) – კანის გამაღიზიანებელ ნივთიერებაზე რეაგირება.

·         ალერგიულ-კონტაქტური დერმატიტი ალერგენის მიმართ შენელებული რეაქცია.

 

მიზეზები

მარტივი კონტაქტური დერმატიტი ვითარდება ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა მჟავა, სარეცხი საშუალებები, ზოგჯერ უბრალო წყლითაც კი. ქიმიური დამწვრობები - ეს არის მწვავე დერმატიტი, რაც გამოწვეულია ძლიერი მჟავა ან ტუტე ნივთიერებებით.

ალერგიული ფორმისას მიზეზი ხშირად არის ლატექსი, ნიკელი, ზოგიერთი მედიკამენტი, საყოფაცხოვრებო ქიმია. ქუთუთოების გაღიზიანების მიზეზი შეიძლება იყოს უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები - თვალის ჩრდილი, წამწამების ასაპრეხი და ა.შ.

 

დაავადება ბავშვებში

ბავშვებში დაავადება შეიძლება განვითარდეს:

·         ოფლის, კალას, შარდისგან;

·         წმენდისგან.

 

სიმპტომები

დაავადების სიმპტომებია გამონაყარი კანის იმ ადგილებში, რომლითაც ხდება ალერგენთან უშუალო კონტაქტი:

·         კანის ამ ნაწილის გაწითლება, შესიება;

·         ქავილი;

·         წყლულოვანი ბუშტუკები;

·         როცა ბუშტუკი ზიანდება, მის ადგილას ვითარდება ეროზია;

·         როცა ანთება ცხრება, რჩება ყვითელი ქერქი.

 

დიაგნოსტიკა

უბრალო კონტაქტური დერმატიტი, როგორც წესი, ადვილად დიაგნოსტირდება, რამდენადაც წარმოიშობა გამაღიზიანებელთან შეხებისას.

 

მკურნალობა

ძირითადი მკურნალობის მეთოდი არის ალერგენთან კონტაქტის გამორიცხვა. უფრო ძლიერი ალერგიული რეაქციების მოსახსნელად გამოიყენება ანტიჰესტამინური საშუალებები.  

 

საშიშროება

უბრალო კონტაქტური დერმატიტით დაავადებული ზონები შეიძლება დაინფიცირდეს. იშვიათად, მაგრამ მაინც, ამ დაავადებამ შეიძლება მიგვიყვანოს ანაფილაქტკურ შოკამდე.

 

რისკის ჯგუფი

·         ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავე ადამიანები;

·         1 წლამდე ასაკის ბავშვები (უბრალო კონტაქტური დერმატიტი);

·         ალერგეტიკები.

 

პროფილაქტიკა

ზრდასრულებში:

·         ხელებზე გაღიზიანებული კანის ადგილების თავიდან ასაცილებლად, ქიმიურ საშუალებებთან კონტაქტისას რეკომენდირებულია ხელთათმანების ან დამცავი მალამოების გამოყენება.

·         სახეზე ანთებითი პროცესისთვისხარისხიანი კოსმეტიკის გამოყენება.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში:

·         ქლორთან, საღებავებთან კონტაქტის გამორიცხვა; საპნით და შამპუნით კვირაში ერთხელ დაბანა; საფენების გამოცვლა მინიმუ 4 საათში ერთხელ.