კონიუქტივიტი

კონიუქტივიტი ეს არის თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი. დაავადება ძალიან გავრცელებულია და წარმოადგენს თვალის პათოლოგიების 30%-ს.

დაავადების განვითარება დამოკიდებულია საცხოვრებელ გეოგრაფიულ ზონასა და სეზონზე. გამოიყოფა კონიუქტივიტის შემდეგი სახეობები:

·         ალერგიული;

·         ბაქტერიული;

·         მწვავე;

·         კოხ-უიქსის;

·         ქრონიკული.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         ვირუსები;

·         ბაქტერიები;

·         ალერგენები;

·         ქიმიური ნივთიერებები.

 

სიმპტომები

კონიუქტივიტს ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         თვალის ტკივილი, ქავილი, ქუთუთოების შესიება;

·         ცრემლდენა, ქუთუთოს სპაზმი ბავშვებში;

·         თვალიდან გამონადენი, თვალის სიმშრალე, ქავილი;

·         ჩირქოვანი გამონადენი თვალებიდან;

·         რქოვანას წყლული, სისხლიანი გამონადენი თვალებიდან;

·         კონიუქტივიტის შეშუპება და სისხლჩაქცევები.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ოფთალმოლოგი ნიშნავს:

·         კონიუქტივიტის ნაცხის ბაქტერიოლოგიურ ან ციტოლოგიურ ანალიზს.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა ბავშვებსა და დიდებში მოიცავს:

·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;

·         თვალის წვეთებს ან ანტიბიოტიკების შემცველ თვალის მალამოებს;

·         სტეროიდების შემცველ წვეთებს;

·         ინტერფერონის შემცველ პრეპარატებს.

 

საშიშროება

მკრუნალობის არარსებობის შემთხვევაში განვითარდება:

·         მხედველობის დაქვეითება;

·         კერატიტი (თვალის რქოვანას ანთება);

·         მხედველობის სრულად დაკარგვა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         თვალის ჰიგიენის დაცვა;

·         სავარაუდო ალერგენებთან კონტაქტისგან თავის შეკავება.