კლიმაქსი

 

კლიმაქსი ფიზიოლოგიური პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ხასიათდება რეპროდუქციული ფუნქციის გაქრობით (ქალებში) და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ცვლილებით (მამაკაცებში). კლიმაქსი ვითარდება 40 წლის შემდეგ და გრძელდება ქალებში 10, ხოლო მამაკაცებში 5 წლის მანძილზე.

 

მიზეზები

კლიმაქსის გამომწვევი მიზეზებია:

·         ორგანიზმის დაბერება;

·         სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები (ორქიტი, ეპიდერმიტი);

·         მცირე მენჯის ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა;

·         საკვერცხეების აქტივობის ფუნქციის დაქვეითება;

·         საკვერცხეების სიმსივნე, ტრავმები.

ჭარბი წონა, ალკოჰოლიზმი, ცხოვრების არაჯანსაღი წესი იწვევს ნაადრევ კლიმაქსს.

 

სიმპტომები

კლიმაქსის სიმპტომები ქალებში:

·         «წამოხურება» (სიცხის მოულოდნელი შეგრძნება);

·         მენტსტრუაციის შეწყვეტა (მენოპაუზა);

·         თავის ტკივილი;

·         ჭარბი ოფლიანობა;

·         გაღიზიანება;

·         ლიბიდოს დაქვეითება;

·         დეპრესიისკენ მიდრეკილება;

·         შარდის შეუკავებლობა;

·         შარდვის ხშირი მოთხოვნილება;

·         საშოს ლორწოვანის გამოშრობა;

·         კანის სიმშრალე;

·         თმის ცვენა.

 

კლიმაქსის ნიშნები მამაკაცებში:

·         გახშირებული გულისცემა;

·         თავბრუსხვევა;

·         არტერიული წნევის თამაში;

·         სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის შემცირება;

·         სპერმის რაოდენობის შემცირება;

·         პოტენციის დაქვეითება;

·         სწრაფი ეაკულაცია;

·         ცხიმების დაგროვება ქუთუთოებსა და ლოყებზე;

·         სხვა ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია).

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვი ექიმი-გინეკოლოგი და ექიმი-ანდროლოგი ატარებენ შემეგ გამოკვლევებს:

·         სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;

·         პატარა მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         ენდომეტრიუმის სინჯის ცისტოლოგიურ ანალიზს;

·         საშოს ნაცხის ანალიზს;

·         მამოგრამას;

·         ძვალ-კუნთოვანი სისტემის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიდეპრესანტებს;

·         არაჰორმონალურ პრეპარატ-ბიოფოსფონატებს;

·         ესტროგენებს აბებისა და მალამოების ფორმით;

·         ჰორმონალურ პრეპარატებს.

მამაკაცების კლიმაქსის თერაპია მოიცავს:

·         სედატიურ პრეპარატებს;

·         ანტიდეპრესანტებს;

·         ბიოგენურ ადაპტოგენებს;

·         ჰორმონალურ თერაპიას.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლებელია შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:

·         ინფარქტისა და ინსულტის რისკის გაზრდა;

·         გულის იშემიური დაავადების გართულება;

·         საშვილოსნოს სისხლდენა;

·         ოსტეოპოროზი;

·         ათეროსკლეროზი.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროული მკურნალობა;

·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა;

·         სწორი კვება.