კისტოზური ჩიყვი

კისტოზური ჩიყვი დაავადება, რომელიც ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის არაერთგვაროვანი გადიდებით. წარმოადგენს კვანძოვანი ჩიყვის საწყის სტადიას.

 

მიზეზები

კისტოზური ჩიყვის გამომწვევი მიზეზებია:

·         კვანძოვანი წარმონაქმნების გადაგვარება;

·         მიკროსისხლჩაქცევები;

·         ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულების ჰიპერპლაზია, დისტროფია;

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ორგანიზმში იოდის უკმარისობა;

·         შინაგანი ორგანოების დაავადებები.

კისტოზური ჩიყვი ჩნდება ასევე ფარისებრი ჯირკვლის ასაკობრივი ცვლილებების შედეგად.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         ფარისებრი ჯირკვლის თვალისათვის შესამჩნევი უთანასწორო ზრდა;

·         ხუთვა;

·         ლიმფური კვანძების ანთება;

·         ყელის ტკივილი;

·         ყელში შებოჭილობის შეგრძნება;

·         ყელისა და კისრის ტკივილი;

·         სუნთქვის და ყლაპვის პრობლემები;

·         ხმის ჩახლეჩვა;

·         ინტოქსიკაცია;

·         მაღალი არტერიული წნევა;

·         ჭარბი ოფლიანობა;

·         სწრაფი დაღლა.

თუ ფარისებრი ჯირკვალი არ გადიდდა ზომაში, დაავადება შეიძლება დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი და ნიშნავს:

·         სისხლის, შარდის საერთო ანალიზს;

·         იმუნოგრამას;

·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილების ბიოპსიას;

·         ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიას;

·         საყლაპავის და კულმკერდის რენტგენოგრაფიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         კისტოზური წარმონაქმნების პუნქციურ დაზიანებას;

·         გაწმენდილ ნაწილში სკლეროზანტების შეყვანას;

·         ანტიბიოტიკებს;

·         რადიოაქტიური იოდის შემცველ პრეპარატებს;

·         ტირეოიდული ჰორმონების შემცველ პრეპარატებს;

·         ჩიყვის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

ქირურგიული ჩარევა ხდება კისტების დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში.

 

საშიშროება

უყურადღებოდ დატოვებულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         სისხლის მიმოქცევის გართულება;

·         ტრაქეის, საყლაპავის შევიწროვება;

·         ფარისებრი ჯირკვლის ჩირქოვანი ანთება;

·         კისტის ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნა.

 

რისკის ჯგუფი

რისკი ჯგუფში შედიან:

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         ფარისებრ ჯირკვალში კვანძოვანი წარმონაქმნების მქონე ადამიანები;

·         თავისა და ყელის არეში დასხვიების გადამტანი პირები;

·         ფარისებრი ჯირკვლის ადენომას ან კიბოს მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         საკვებში საკმარისი რაოდენობის იოდისა და ვიტამინების გამოყენება;

·         მზის ქვეშ ნაკლებად ყოფნა და დასხივებისგან თავის დაცვა;

·         ფარისებრი ჯირკვლის ადგილას ფიზიოპროცედურების ჩატარება (მაგნიტოლაზეროთერაპია).