კისერმრუდობა

 

კისერმრუდობა დაავადება ხასიათდება კისრის დეფორმაციით, რომელიც გამოწვეულია კისრის კუნთების დაზიანებით. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს თანდაყოლილი ან შეძენილი ხასიათი. თანდაყოლილი კისერმრუდობა ბავშვებში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. 

 

მიზეზები

დაავადების მიზეზებია:

·         სამშობიარო ტრავმები;

·         ფეხმძიმობის პერიოდში კისრის არასწორი მდგომარეობა;

·         კისრის კუნთებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         კისრისა და ხერხელმის მიმდებარე კუნთების ხშირი დაძაბულობა;

·         ხერხემლის ტრავმები;

·         ანთებითი, დამწვრობის პროცესები, რაც იწვევს ნაწიბურების გაჩენას;

·         კისრის მალების გამრუდება;

·         შუა ყურის მწვავე ანთებითი პროცესები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·         დაზიანებული მხარისკენ თავის გადახრა;

·         სახე მიტრიალებულია ჯანსაღი ნაწილისკენ;

·         დაზიანებული ნაწილისკენ მხარი აწეულია;

·         თავის ნაკელები მოძრაობა;

·         კისრის კუნთების ზომების გადიდება;

·         სახის ასიმეტრია;

·         სქოლიოზის განვითარება.

კისერმრუდობა ბავშვებში ვლინდება დაბადებიდან 10 დღის შემდეგ.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც საჭიროა:

·         ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენოგრაფია;

·         ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         სისხლძარღვების რეოენცეფალოგრაფია;

·         ელექტრომიოგრაფიული გამოკვლევა.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         კისრის კუნთების მასაჟს;

·         სამკურნალო ვარჯიშს;

·         დაზიანებული კუნთის გათბობას;

·         ფიზიოთერაპიას;

·         ქირურგიულ ჩარევას.

 

საშიშროება

აღნიშნული დაავადების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწივიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         თავის ქალის სქოლიოზი;

·         ხერხემლის გამრუდება;

·         ჰიდროცეფალია;

·         ხერხემლის არხის სტენოზი;

·         სახის ასიმეტრია;

·         პერინატალური ენციფალოპათია.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები;

·         ახალშობილები, რომლებმაც მიიღეს მშობიარობამდე ან სამშობიარო ტრავმები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ორთოპედიული მატრასებისა და ბალიშების გამოყენება;

·         მეძუძური ბავშვების დაწვენისას თავის მდგომარეობის მონაცვლეობა;

·         კისრისა და ხერხემლის კუნთების სამკურნალო მასაჟის გაკეთება.