კიფოზი

 

კიფოზი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ხერხემლის გამრუდება, რომლის შედეგად ზურგის არეში ვითარდება კუზი. შემთხვევების უმეტესობაში დაავადება ვითარდება სქოლიოზის პარალელურად. კიფოზი ბავშვებში ვლინდება 6-12 თვის ასაკში.

დაზიანების ადგილიდან გამომდინარე გამოიყოფა:

·         კისრის კიფოზი;

·         მკერდის კიფოზი;

·         წელის კიფოზი;

·         გავის კიფოზი.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ნაყოფის განვითარების დარღვევა;

·         დაავადებების გართულება (პოლიომიელიტი, ბავშვის ცერებრიალური დამბლა), რაც იწვევს ზურგის კუნთის დამბლას;

·         ხერხემლის ტრავმები;

·         არასწორი პოზა;

·         ოსტეოქონდროზი;

·         ხერხემლის ოპერაციები;

·         ხერხემლის სიმსივნე.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         ზურგის და კისრის არეში მწვავე ტკივილი;

·         ხერხემალში შებოჭილობის გრძნობა;

·         ზურგის ძლიერი გამრუდება (45 გრადუსზე მეტით);

·         სისუტე, კიდურების მგრძნობელობის დაკრგვა;

·         ზურგის ტვინის ნერვების დახშობა;

·         გულის მუშაობისა და სუნთქვის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც ნიშნავს:

·         ფიზიკურ გამოკვლევას;

·         ხერხემლის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;

·         ხერხემლის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;

·         ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

·         ნევროლოგიურ ტესტებს (ელექტრომიოგრაფიას).

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         მედიკამენტებს (D ვიტამინი, კალციუმი);

·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს (ელექტროფორეზი, ულტრა-ბგერითი დასხივება);

·         სამკურნალო კორსეტის ტარებას;

·         სამკურნალო ფიზკულტურას;

·         მანუალურ თერაპიას;

·         მასაჟს;

·         ქირურგიულ მკურნალობას (დეფორმაციის მოცილება, ხერხემლის სტაბილიზაცია).

 

საშიშროება

თუ არ მოხდება პრობლემის დროულად აღმოფხვრა, შესაძლოა შემდეგ სახის გართულებების წარმოქმნა:

·         კუზი;

·         ხერხემლის მოცულობის და ფორმის დარღვევა;

·         თეძოს ორგანოების ფუნქციის დარღვევა;

·         მენჯების პროპორციების დარღვევა მოზარდებში;

·         სუნთქვის დარღვევა;

·         ქვედა კიდურების პარეზი, დამბლა;

·         ზურგის ტვინის მენინგიტი.

 

რისკის ჯგუფი

·         15 წლამდე მოზარდები;

·         მოხუცები;

·         ოსტეოპოროზის პრობლემების მქონე ადამიანები;

·         ხერხემლის ტრავმების მქონე ადამიანები;

·         დამაკავშირებელი ქსოვილის პრობლემების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

·         ხერხემალზე დატვირთვების კონტროლი;

·         სწორი პოზის ქონა (მოხრილობის გამოსწორება);

·         გადაციებისგან თავის დაცვა.