კერატოზი

კერატოზი (კერატოდერმია, კერატოდერმატოზი) კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის რქოვანას ფენის გასქელება. ყელაზე ხშირად ზიანდება ხელის მტევნები, ხელის გულები, იდაყვები, მუხლები, თმიანი ფოლიკულები.

გამოყოფენ დაავადების შემდეგ სახეობებს:

·         თანდაყოლილი;

·         შეძენილი;

·         სიმპტომატური.

ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

·         ლოკალიზებული კერატოზი;

·         დიფუზიური კერატოზი.

 

მიზეზები

დაავდების გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;

·         კანის დამწვრობა, ზედმეტი რუჯის მიღება;

·         კანის ცვლილება ასაკობრივი ფაქტორიდან გამომდინარე;

·         მავნე ნივთიერებებთან კონტაქტი.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·         კანზე მონაცრისფრო, მუქი ყავისფერი ლაქების გაჩენა, რომლებსაც ახლავს ქავილი;

·         ხელისა და ფეხის გულების კანის გარქოვანება;

·         კანზე ღრმა ნაპრალების გაჩენა;

·         მაზოლების, მეჭეჭების და სხვა ტიპის წანაზარდების გაჩენა კანზე;

·         მოყვითალო ლაქების გაჩენა, რომლებიც გარდაიქმნებიან მეჭეჭებად.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ახდენს ექიმი-დერმატოლოგი, რისთვისაც ატარებს:

·         საერთო დათვალიერებას;

·         ჰისტოლოგიურ გამოკვლევას;

·         კანის ბიოპსიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ელექტროკოაგულაციას;

·         კრიოქირურგიულ მკურნალობას;

·         რადიოტალღურ პროცედურებს;

·         ლაზერულ მკურნალობას;

·         ქიმიურ პილინგს;

·         კიურეტაჟს (წანაზარდების მოცილებას).

 

საშიშროება

დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         მიკრობული ეგზემა;

·         კანის კიბო;

·         ენდოკრინული და ნერვული სისტემების დარღვევა;

·         კბილების ჩამოცვენა.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         გენეტიკური მიდრეკილების ადამიანები;

·         მოხუცები;

·         მზიან კლიმატში მაცხოვრებლები;

·         კანის ღია ფერის მქონე, ქერა და წითური ადამიანები;

·         ქიმიოთერაპიის გადამტანი, შიდსითა და ლეიკოზით დაავადებულები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         დერმატოლოგთან კონსულტაციის რეგულარულად გავლა;

·         მზის ქვეშ დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება;

·         კანის დამატენიანებლების გამოყენება;

·         მოჭერილი სამოსის ან ფეხსაცმლის ტარებისგან თავის შეკავება, რაც იწვევს კანის ტრავმულ დაზიანებას.