კერატოკონუსი

კერატოკონუსი რქოვანა ქსოვილის დაავადება, რომელსაც ახასიათებს თვალის რქოვანა საფარის გამოფიტვა, შემდეგომში მისი წინ გამობურცვით თვალის შიდა წნევის ზემოქმედებიდან გამომდინარე. დაავადება იშვიათია და გვხვდება მოზარდობის ასაკში.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         რქოვანა გარსის დარღვევები;

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;

·         თვალზე ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება;

·         ალერგიული დაავადებების გართულება;

·         ჰიგიენის წესების დარღვევა;

·         კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღება.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         მხედველობის დაქვეითება;

·         გამოსახულების კონტურების გაორება, გაფანტვა;

·         თვალის სწრაფი დაღლა;

·         რქოვანას ამღვრევა;

·         ნათელი შუქის შიში;

·         რქოვანას პროტრუზია.

დაავადება ჩნდება ერთ თვალზე, თუმცა დროთა განმავლობაში გადადის მეორეზეც. 

სიმპტომები ორივე თვალზე შეიძლება იყოს განსხვავებული.

 

დიაგნოსტიკა

დაავდების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:

·         სპეციალური ნათურით დათვალიერებას;

·         კერატოტოპოგრაფიას;

·         კერატოპაქიმეტრიას;

·         ოსკიასკოპიას.

საჭიროა დაავადების გამორჩევა ასტიგმატიზმისგან, ახლო მხედველობისგან, კომპიუტერული სინდრომისგან, «მშრალი თვალის» სინდრომისგან.

 

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         ცილინდრულ სათვალეებს;

·         მყარ, გაზგაუმტარ თვალის ლინზებს;

·         ფიზიოთრეაპიას;

·         ვიტამინიან წვეთებს;

·         ქირურგიულ ჩარევას.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავდების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:

·         მხედველობის პროგრესირებადი დაქვეითება;

·         რქოვანას შიდა ფენის დარღვევა და წყლულის გაჩენა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         თვალის დატვირთვის კონტროლი;

·         თვალის დაცვა გაღიზიანებისგან;

·         ტრანსპორტში და დაწოლილ მდგომარეობაში კითხვისგან თავის შეკავება ;

·         შენობის კარგი განათების უზრუნველყოფა;

·         თვალის სპეციალური სავარჯიშოების გაკეთება;

·         ვიტამინების მიღება ლუთეინთან ერთად.