კერატიტი

კერატიტი (რქოვანას ამღვრევა) ეს არის თვალის დაავადება, რომლიც გამოიხატება თვალის რქოვანას წინა ნაწილის ანთებით პროცესში. თვალის კერატიტი იწვევს უამრავ სხვა პრობლემებს, მათ შორის მხედველობის დაქვეითებას, რქოვანას ამღვრევას, რაც საბოლოოდ შეიძლება დასრულდეს სრული სიბრმავით. არსებობს კერატიტის რამოდენიმე ფორმა: 

·         ვირუსული;

·         სოკოვანი;

·         ბაქტერიული;

·         ფოტოკერატიტი;

·         ონკოცერქოზული;

·         ნეიროპარალიზური;

·         რქოვანას მცოცავი წყლული და ა.შ. 

კერატიტი გვხვდება როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში.

 

მიზეზები

აღნიშნული დაავადების მიზეზები მის ფორმაზეა დამოკიდებული. მაგალითად ვირუსული კერატიტი გამოწვეულია ვირუსული ინფექციებით. დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ჰერპესის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე კერატიტი და ა.შ.

 

სიმპტომები

კერატიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         თვალში ძლიერი ტკივილისა და დისკომფორტის განცდა;

·         ცრემლდენა;

·         პირდაპირი სინათლის სხივების შიში;

·         მხედველობის დაქვეითება;

·         ბლეფოროსპაზმის გაჩენა;

·         მტკივანი თვალის მხარეს მწვავე თავის ტკივილი;

·         რქოვანას მღვრიე შეფერილობა;

·         რქოვანას რექციის მოშლა გამაღიზიანებლების მიმართ.

 

დიაგნოსტიკა

კერატიტის დიაგნოსტიკას ახორციელებს ექიმი-ოფთალმოლოგი, რისთვისაც ატარებს სპეციალური აპარატით - თვალის სადიაგნოსტიკო ნათურით დათვალიერებას, ასევე შესაძლოა საჭირო იყოს დამატებით გამოკვლევები - რქოვანას მგრძნობელობის დონის განსაზღვრა, თვალის ნაცხის დათესვა. 

 

მკურნალობა

დაავადების განსაკურნებლად საჭიროა სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის ანტიბაქტერიული თერაპია, თვალის წვეთები, საცხები, ზოგჯერ ინექციებიც.

მკურნალობის პროცედურა შეიძლება შეიცვალოს პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას შემდეგი გართულებები:

·         იარები რქოვანაზე;

·         მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება;

·         რქოვანას შეფერილობის ამღვრევა;

·         მხედველობის სრულად დაკარგვა

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         თვალის ჰიგიენის წესების დაცვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ კონტაქტურ ლინზებს ხმარობთ;

·         თვალების დაცვა ტრავმებისგან;

·         ინფექციური დაავადებების აღმოფხვრა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ რინიტი, ჰაიმორიტი;

·         ოფთალმოლოგთან ყოველწლიური ვიზიტი