კენჭები თირკმელებში

კენჭები თირკმელებში (თირკმელკენჭოვანი დაავადება - ნეფროლიტიაზი) დაავადება, რომლის დროსაც თირკმელებში ჩნდება მკვრივი, კრისტალური წარმონაქმნები, რომელბიც შედგება მარილებისგან. ქვები განსხვავდება ზომების (რამოდენიმე მმ-დან 10 სმ-მდე) და ფორმის მიხედვით. რიგ შემთხვევებში ქვები ხვდება შარდის ბუშტში, ან იჭედება შარდსადინარებში.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         მემკვირეობითი მიდრეკილება;

·         ორგანიზმში ჭარბი კალციუმის შემადგენლობა;

·         სისხლში შარდმჟავას ჭარბი რაოდენობა;

·         ნივთიერბათა ცვლის დარღვევა;

·         სითხის არასაკმარისი მიღება ან ჭარბად დაკარგვა;

·         თირკმლის ინფექციები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         მუცლის ქვედა ნაწილში ან გვერდებში მწვავე ტკივილები;

·         ხშირი შარდვა;

·         მტკივნეული შარდვა;

·         გულის რევა, ღებინება;

·         მცირე და ხშირად შარდვა;

·         შარდთან ერთად ქვიშისმაგვარი ნარევის გამოყოფა;

·         სისხლდენა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-უროლოგი ატარებს:

·         შარდის საერთო ანალიზს;

·         თირკმელების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         თირკმელების რენტგენს;

·         ეკსკრეტორულ რენტგენოკონტრასტულ უროგრაფიას;

·         თირკმელების კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

 

მკურნალობა

თირკმელებიდან კენჭების მოცილება შეიძლება შემდეგი მეთოდებით:

·         ღია აბდომინური ოპერაცია;

·         ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიური ოპერაცია;

·         წელის არეში პუნქციით ქვების დაშლა;

·         ულტრაბგერითი ზემოქმედებით ქვების დაშლა.

წამლებიდან პაციენტს ენიშნება:

·         ანალგეტიკები;

·         სპაზმოლიტიკები;

·         დიურეტიკები.

 

დიეტა

დიეტა ინიშნება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მარილებისგან შედგება კენჭები. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:

·         პროდუქტები, რომელბიც შეიცავენ ოქსალიკის მჟავასმჟაუნა, კაკაო, შოკოლადი, მწვანე ჩაი, შემწვარი ხორცი, ხორცისა და თევზის მსუყე წვნიანები;

·         ხორცი, თევზი, ქათამი, ყველი, კვერცხი;

·         რძემჟავა პროდუქტები, მცენარეული საკვები.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         თირკმლის კოლიკა;

·         პიელონეფრიტი;

·         თირკმლის უკმარისობა.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან

·         ცხელ კლიმატში მაცხოვრებლები;

·         ნაწლავის, კუჭის, თირკმელების დაავადების მქონე პირები;

·         ენდოკრინული დარღვევების მქონე პირები;

·         მოხუცები, ოსტეოქონდროზითა და ოსტეომიელიტით დაავადებულები.

 

პროფილაქტიკა

პროფიალქტიკისთვის რეკომენდირებულია

·         დაბალანსებული დიეტა;

·         დღის მანძილზე აუცილებელი რაოდენობის სითხის მიღება (2 ლ დღეში);

·         თირკმელებისა და შარდმდენი გზების დაავადებების დროული მკურნალობა.