კავერნიტი

კავერნიტი - წარმოადგენს ანთებით პროცესს, რომელიც ვითარდება მამაკაცის სასქესო ორგანოს კავერნოზულ ნაწილში. აღნიშნული დაავადება აზიანებს როგორც ზრდასრული მამაკაცების, ისე ახალგაზრდების სასქესო სისტემას.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         სასქესო ორგანოს ტრავმები ერთ-ერთი კავერნული სხეულის დაზიანებით;

·         ანგინა;

·         პნევმონია;

·         ოსტეომიელიტი;

·         მწვავე ურეტიტი (კავერნიტიეს არის მწვავე ურეტიტის შედეგად განვითარებული დაავდება);

·         ინფექციები.

ინფექციური გამაღიზიანებელი ჩირქთან ერთად ხვდება სასქესო ორგანოს ქვაბულ სხეულებში და შედეგად წარმოიქმნება ანტებითი პროცესი. 
არსებობს კავერნიტის რამოდენიმე ტიპი:

·         ქრონიკული;

·         მწვავე.

 

სიმპტომები

დაავადების სიმპტომებია:

·         სასქესო ორგანოს მტკივნეული გამკვრივება;

·         სასქესო ორგანოში მწვავე ტკივილების შეგრძნება;

·         პენისის გაწითლება;

·         შესიება;

·         წარმოიქმნება ერექცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სექსუალურ აღგზნებასთან;

·         თავის ტკივილი;

·         სხეულის ტემპერატურის მომატება;

·         ორგანიზმის საერთო სისუსტე;

·         ჩიყვი;

·         ჩირქის გამოყოფა პენისიდან;

·         ერექციის დროს პენისის გამრუდება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია:

·         ანდროლოგთან ვიზიტი;

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;

·         გამონადენის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;

·         სასქესო ორგანოს ულტრა-ბგერითი გამოკვლევა, რომელიც ტრავმული არხის შარდსადინარისგან გარჩევის საშუალებას იძლევა.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიბაქტერიული თერაპიის კურსს;

·         კავერნიტის გამომწვევი დაავადებების მკურნალობას;

·         შარდსადინარი გზების გამორეცხვას ანტიბაქტერიული ხსნარებით;

·         აბსცესის შემთხვევაში სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას;

·         ოპერატიულ ჩარევას (ჩირქგროვის გაჩენის შემთხვევაში);

·         პლასტიკურ ოპერაციას ნაწიბურის მოკვეთის მიზნით;

·         სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავებას. პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტი ხდება განსაკუთრებით მგრძნობიარე ინფექციების მიმართ. პირობითმა პათოგენურმა ფლორამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოს ქვაბული სხეულების განმეორებითი დაინფიცირება.

 

საშიშროება

კავერნიტი საშიშია იმით, რომ დიდ დისკომფორტს უქმნის მამაკაცს. აღნიშნულმა ინფექციურმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც სექსუალური, ისე რეპროდუქციული ფუნქციების პრობლემები. თუმცა, დროული და ოპტიმალური მკურნალობის პირობებში შესაძლებელია დადებითი შედეგების მიღწევა. 

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია

·         ანთებითი დაავადებების მკურნალობა, რომლებსაც შეუძლიათ კავერნიტის გამოწვევა;

·         სასქესო ორგანოს ტრავმის დროს ბაქტერიული თერაპიის კურსის ჩატარება;

·         უროლოგთან რეგულარული ვიზიტი;

·         პნევმონიისა და სხვა მძიმე დაავადებების დროული აღმოფხვრა.