კარიესი

კარიესი რთული, ნელა განვითარებადი ინფექციური პროცესი, რომელიც არღვევს კბილის მყარ ქსოვილებს. წარმოადგენს კაცობრიობის ყელაზე გავრცელებულ დაავადებას და გვხვდება მოსახლეობის 95%-ში.

ყველაზე მეტად კარიესი აზიანებს:

·         კბილის ძირებს;

·         კბილებს შორის სივრცეებს;

·         კბილების ზედაპირს;

·         პლომბების, ბრეკეტების, პროთეზის გარშემო ადგილებს.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება ორგანული მჟავების ზემოქმედების შედეგად. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა;

·         კბილების დატვირთვა;

·         ნერწყვის სეკრეციის და რაოდენობის ნაკლებობა;

·         არასწორი კვება;

·         ნერწყვის მჟავიანობის ნეიტრალური მაჩვენებელი.

 

სიმპტომები

დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:

·         კბილებზე თეთრი ან მოყავისფრო-მონაცრისფრო ლაქების გაჩენა;

·         კბილის ემალის ბუნებრივი ბზინვარების დაკარგვა;

·         მძაფრი მგრძნობელობის გაჩენა ცივზე, ცხელზე.

დაავადება საშიშია იმით, რომ მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ხოლო ემალის დაზიანების შემჩნევა სტომატოლოგის ჩარევის გარეშე შეუძლებელია.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ახორციელებს სტომატოლოგ-თერაპევტი. მკურნალობის დასადგენად ის ატარებს ვიზუალურ დათვალიერებას სპეციალური ინსტრუმენტების და შუქის ძლიერი წყაროს დახმარებით. რიგ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს კბილის რენტგენოგრაფიული სურათის გაკეთება.

 

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         სპეციალური ხსნარით რემინერალიზაციას;

·         კარიოზული ნაწილის დამუშავებას და დაპლომბვას;

·         კალიუმის ჰიდროქსიდიან საფენებს.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება მკურნალობის დროულად დადგენა და დაწყება, შეიძლება განვითარდეს პულპიტი, პერიოდონიტი. გართულებულ სიტუაციაში ხდება კბილის ამოღება.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         ღრძილებიდან სისხლდენის მქონე ადამიანები;

·         კბილებზე ცარცისებური ლაქების მქონე ადამიანები;

·         ნაჭდევის ანომალიის, ასევე ბრეკეტებისა და პროთეზის მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         სტომატოლოგის კონსულტაცია წელიწადში მინიმუმ 1-ჯერ;

·         სწორი კვება;

·         პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა. კბილების გამოხეხვა დღეში მინიმუმ 1-2-ჯერ.