კარდიოსკლეროზი

კარდიოსკლეროზი გულის კუნთის დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის სარქველების დეფორმაციით და გულის კუნთოვანი ქსოვილის დამაკავშირებელ ქსოვილთან არევით. დღეისათვის გამოიყოფა კარდიოსკლეროზის შემდეგი ფორმები:

·         კეროვანი;

·         დიფუზური.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         მიოკარდიუმი;

·         რევმატიზმი;

·         კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი;

·         მიოკარდის ინფარქტი;

·         გულის კუნთების დისტროფია.

 

სიმპტომები

·         გულის არითმია;

·         ტკივილი გულის არეში;

·         ქვედა კიდურების შეშუპება;

·         ხუთვა;

·         სწრაფი დაღლა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-კარდიოლოგი ნიშნავს:

·         ელექტროკარდიოგრამას;

·         ექოკარდიოგრამას;

·         გულის მაგნიტო-რეზონანსუსლ ტომოგრაფიას;

·         სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         არითმიის საწინააღმდეგო საშუალებებს;

·         ქოლესტერინის დონის დამწევ პრეპარატებს;

·         გულის გლიკოზიდებს;

·         ანტიკოაგულანტებს;

·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;

·         სისხლძარღვების გამაფართოვებელ პრეპარატებს.

 

დიეტა

მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც ზღუდავს შემდეგი პროდუქტების გამოყენებას:

·         მარილი;

·         დიდი რაოდენობით წყალი;

·         მაგარი ჩაი;

·         ყავა;

·         კაკაო;

·         სპირტიანი სასმელები;

·         ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებს (ღვიძლი, კვერცხის გული, თირკმელები).

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         გულის ქრონიკული უკმარისობა;

·         გულის ანევრიზმა;

·         კუჭის პაროქსიზმალური ტაქიკარდია;

·         ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;

რთულ ფორმებში შესაძლოა დადგეს ლეტალური შედეგი.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         ალერგიის მქონე პირები;

·         გულის დაავადების მქონე პირები;

·         გულის პათოლოგიების მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         სამკურნალო ფიზკულტურა;

·         წარმოქმნილი დაავადებების დროული მკურნალობა;

·         რაციონალური კვება;

·         სისხლში ქოლესტერინის დონის გაკონტროლება.