კარდიომიოპათია

კარდიომიოპათია დაავადების ჯგუფი, რომლის განვითარების საფუძველია გულის კუნთებში განვითარებული დისტროფიული და სკლეროტული გართულებები.

გამოიყოფა კარდიომიოპათიის შემდეგი სახეობები:

·         დილატაციური;

·         ჰიპერტროფიული;

·         რესტრიქტიული;

·         არითმოგენური მარჯვენა პარკუჭოვანი

 

მიზეზები

სამწუხაროდ დღემდე დაუდგენელია დაავადების ეთიოლოგია. მისი გამომწვევი შესაძლო მიზეზებია:

·         ვირუსული ინფექციები;

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;

·         ადრე გადატანილი მიოკარდიუმი;

·         კარდიომიოციოტების დაზიანება ტოქსიკური ნივთიერებებით, ალერგენებით;

·         ენდოკრინული სისტემის დარღვევა;

·         იმუნური სისტემის დარღვევა.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·         ძლიერი ტკივილი მკერდის არეში;

·         ხუთვა;

·         სახსრების შეშუპება;

·         ტაქიკარდია.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას აკეთებს ექიმი-კარდიოლოგი, რისთვისაც ატარებს:

·         ელექტროკარდიოგრამას;

·         ფილტვების რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას;

·         ექოკარდიოგრაფიას;

·         ვენტრიკულოგრაფიას;

·         გულის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

·         გულის ღრუს ზონდირებას;

·         მულტისპირალურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და კარდიოგრაფიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა არ არსებობს, ყველა საშუალება მიმართულია გართულებების აღმოსაფხვრელად. თერაპიაში შეიძლება შევიდეს:

·         დიურეტიკები;

·         გულის გლიკოზიდები;

·         არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         ანტიკოაგულანტები, ანტიაგრეგანტები;

·         ქირურგიული ჩარევა (მიტრალური სარქველის პროთეზი, გულის გადანერგვა).

პაციენტებმა უნდა გააკონტროლონ ფიზიკური დატვირთვა და დაიცვან დიეტა, რომელიც რაციონიდან გამორიცხვას ცხოველურ ცხიმებს და მარილს.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დროულად ზომების მიღება, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         გულის უკმარისობა;

·         არტერიული და ფილტვების თრომბოემბოლიები;

·         გულის გამტარობის დარღვევა;

·         რთული არითმია;

·         გულის მოულოდნელი კვდომის სინდრომი.

ქალებმა აღნიშნული დაავადების დადგენის შემთხვევაში უარი უნდა თქვან ფეხმძიმობაზე, რადგან დიდია ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა. აღნიშნული დაავადების დადგენიად ადამიანი ცოცხლობს 5 წლის მანძილზე, ეს მაჩვენებელი შეადგენს შემთხვევების 30%-ს. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ოპერაციისა და გულის გადანერგვის შემდეგ პაციენტი ცოცხლობს 10 წელზე მეტს.  

 

პროფილაქტიკა

სამწუხაროდ დაავადების თავიდან ასაცილებლად არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული პროფილაქტიკური მეთოდები.