კაპოშის სარკომა

 

კაპოშის სარკომა  კანის ავთვისებიანი დაავადება, რომელიც ვითარდება მასში არსებული ლიმფური და სისხლძაღვების ენდოტელიისგან. ასევე შეიძლება დაავადდეს ლიმფური კვანძები და პირის ლორწოვანი გარსი.

 

მიზეზები

·         სოკოვანი მიკოზი;

·         ჰოჯკინის დაავადება;

·         ლიმფოსარკომა;

·         მიელომური დაავადება.

 

სიმპტომები

·         კაპოშის კლასიკური სარკომაწვივების, ტერფების და მტევნების ადგილებში კანზე მოწითალო-მოლურჯო ფერის ლაქების გაჩენა;

·         კაპოშის ეპიდერმიული სარკომაწარმოადგენს შიდსის სინდრომს, ხასიათდება ზედა კიდურებზე ლიმფული კვანძების გადიდებით და წყლულოვანი შესიებული ადგილების გაჩენით;

·         კაპოშის ენდემური სარკომაკანის ცვლილება ფაქტიურად არ ხდება, ზიანდება ლიმფური კვანძები და შინაგანი ორგანოები.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         წარმონაქმნების ბიოპსია;

·         ჰისტოლოგიური გამოკვლევა;

·         სისხლის იმუნოლოგიური გამოკვლევა;

·         აივ-ინფექციაზე ანალიზი.

შინაგანი ორგანოების პათოლოგიების გამოსავლენად შესაძლოა დაინიშნოს:

·         გულისა და მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         გასტროსკოპია;

·         ფილტვების რენტგენი;

·         ჩონჩხის სცინტიგრაფია;

·         თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         თირკმელზედა ჯირკვლების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

·         სხივური თერაპია;

·         კრიოთერაპია;

·         ქიმიოთერაპიული პრეპარატები;

·         ციტოსტატიკების შემცველი საცხები;

·         პოლიქიმიოთერაპია.

 

რისკის ჯგუფი

·         აივ-ინფიცირებულები;

·         მოხუცები;

·         გადანერგილი ორგანოების მქონე ადამიანები;

·         ხანგრძლივი იმუნოსუპრესიული თერაპიის მიმღები ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.