იპოქონდრია

იპოქონდრია - ფსიქიური დაავადება, რომლის დროს პაციენტს აღენიშნება აკვიატებული იდეა რაიმე დაავადების არსებობის თაობაზე. აღნიშნული ფსიქიკური დარღვევა ხშირად წარმოადგენს ადამიანის პიროვნულ თავისებურებას.   

 

მიზეზები

იპოქონდრიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ცნობილი არ არის, თუმცა ფიზიოლოგებმა გამოყვეს რამოდენიმე მიზეზი:

·         თავის ტვინის ქერქის მუშაობის დარღვევა;

·         თავის ტვინის ქერქის მიერ შინაგანი ორგანოების იმპულსების დარღვევით აღქმა;

·         ნერვული სისტემის ვეგეტატიური ნაწილის ფუნქციის დარღვევა.

აღნიშნული აშლილობის მქონე პირები ხშირად საუბრობენ, რომ აქვთ ესა თუ ის დაავადება, განსაკუთრებით განუკურნებელი სენი. იპოქონდრია ხშირად აწუხებთ ემოციურ ადამიანებს, რომლებიც ადვილად ექცევიან მასმედიის ან სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ. 

 

სიმპტომები

დაავაებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·         შფოთვა;

·         ეჭვიანობა;

·         ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ანალიზი;

·         ავადმყოფობაზე ეჭვი და შიში მძაფრდება სატელევიზიო გადაცემების ან ექიმებთან გასაუბრების შემდეგ;

·         მარტივ ტკივილზე ან დისკომფორტზე მწვავე რეაქცია;

·         იდეალური ჯანმრთელობის მიღწევის მცდელობა (დიეტები, ფიზიკური ვარჯიში, ვიტამინებისა და ბიოდანამატების მიღება);

·         სუიციდის ხშირი მცდელობები (აკვიატებული იპოქონდრიის დროს);

·         ჰალუცინაციები;

·         ბოდვა;

·         დეპრესია.

 

დიაგნოსტიკა

·         სპეციალისტის მიერ დათვალიერება;

·         სისხლის ანალიზი;

·         შარდის ანალიზი;

·         შინაგანი ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         რენტგენოგრაფია;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         დამატებითი გამოკვლევები სიმპტომებიდან გამომდინარე;

·         ფსიქიატრის ან ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია. 

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობისთვის საჭიროა:

·         სპეციალისტთან მუშაობა;

·         ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა;

·         პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა;

·         წამლების მიღება (ნეიროლეპტიკები, ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები);

·         სტაციონარში განთავსება;

·         ფსიქიატრის კონტროლი;

·         სამედიცინო პროგრამების ყურებისგან, სოციალურ ქსელებსა თუ საიტებზე ჯანმრთელობის შესახებ სტატიების კითხვისგან თავის შეკავება.

დაავადების მკურნალობის მეთოდს არჩევს ფსიქოთერაპევტი, გამომდინარე იქედან, თუ რა სიმპტომები აწუხებს პაციენტს.

 

საშიშროება

იპოქონდრია საშიშია იმით, რომ ბოდვით სტადიაში შეიძლება შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს (სუიციდი, ტრავმები და ა.შ.). სწორედ ამიტომ, თუ ადამიანს აქვს ეს დაავადება, მისთვის საჭიროა დახმარების აღმოჩენა ახლობლებისა და ექიმების მხრიდან. დროული რეაგირებისას მკურნალობის შედეგი დადებითია. 

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ჯანმრთელობაზე ზრუნვა;

·         კომფორტული ფსიქოლოგიური გარემოს შექმნა;

·         სატელევიზიო გადაცემებზე და სტატიების კითხვაზე უარის თქმა, რომელბიც ეხება განუკურნებელ დაავადებებს.