იოდდეფიციტი

იოდდეფიციტი  გავრცელებული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმში იოდის უკმარისობასთან. აღნიშნული პრობლმა თავისთავად წარმოადგენს უამრავი სხვა დაავადების განვითარების მიზეზს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

იოდდეფიციტს ხშირად მოიხსენიებენ როგორც «დაავადება-პროვოკატორს». მისი განთვითარების დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში. 

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         საკვებთან ერთად საკმარისი იოდის მიღების შეუძლებლობა;

·         ე.წ. «იოდდეფიციტურ რეგიონებში» ცხოვრება - საქართველოში ასეთი რეგიონებია:  მთათუშეთი, სვანეთი, მაღალმთიანი აჭარა, ზემო იმერეთი და კახეთის მთიანეთი;

·         გაზრდილი გონებრივი დატვირთვა;

·         ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების პერიოდი;

·         მძიმე ვირუსული ინფექციები;

·         ბაქტერიული ინფექციები;

·         ნაწლავის დისბაქტერიოზი;

·         ანტიბიოტიკების უკუჩვენება;

·         მოწევა;

·         კრიტიკული ასაკი;

·         ორალური კონტრაცეპტივების მიღება;

·         რადიოაქტიური დასხივება;

·         სისხლის პლაზმაში გოიტროგენებისა და სტრუმოგენების შემცველობის გაზრდა. 

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია:

·         ფარისებრი ჯირკვლის ზომის გაზრდა;

·         ორგანიზმის მოთენთილობის გაზრდა;

·         ნევროზულობა, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა;

·         გაღიზიანება, შენელებული ქმედება, მოდუნება;

·         ანემია;

·         თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა;

·         კანის სიმშრალე, მოყვითალო შეფერილობა;

·         ცუდი მადა;

·         შეშუპება;

·         კანკალი;

·         ჭარბი წონა;

·         ოფლიანობა;

·         მამკაცებში ერექციის დარღვევა;

·         მეხსიერების გაუარესება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს:

·         ე.წ. «კანის სინჯს»;

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         შარდის საერთო ანალიზს;

·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         სისხლის ანალიზს ჰორმონებზე.

იმ დაავადებების გასაკონტროლებლად, რომელთა გამო განვითარდა იოდდეფიციტი, საჭიროა სხვა ვიწრო სპეციალობის ექიმების კონსულტაციაც.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         იოდის შემცველი სამეიცინო პრეპარატების მიღებას;

·         კვების კოერქციას;

·         სანატორიულ მკურნალობას;

·         იმ დაავადებების განკურნებას, რომლებმაც გამოიწვიეს იოდდეფიციტი ადამიანის ორგანიზმში;

·         ტირეოდიული ჰორმონებით თერაპიას. 

 

საშიშროება

დაავადებისას შესაძლოა განვითარდეს:

·         ხუთვა;

·         გონებრივი აშლილობა;

·         ენდემური ჩიყვი;

·         სარძევე ჯირკვლების დაავადებები;

·         ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის პათოლოგიები;

·         ჰიპოთერეოზი;

·         ტირეოტოქსიკური ადენომა.

თანადროული და კომპლექსური მკურნალობისას შედეგები დადებითია.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ფიზიოლოგიურ დოზებში კალიუმიანი პრეპარატების მიღება  , განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა არსებობს ამის მწვავე აუცილებლობა;

·         სასურველია იოდიანი მარილის გამოყენება;

·         საჭიროა კურორტებზე დასვენება, მათ შორის ზღვაზე.

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში იოდის ოპტიმალური გამოყენების დოზა ასე გამოიყურება:

·         მეძუძური ბავშვები 50 მკგ დღე-ღამეში;

·         2-დან 6 წლამდე ბავშვები – 90 მკგ დღე-ღამეში;

·         დაწყებითი კლასების მოსწავლეები –120 მკგ დღე-ღამეში;

·         მოზარდები და ზრდასრულები 150 მკგ დღე-ღამეში;

·         ფეხმძიმე და მეძუძური დედები 200 მკგ დღე-ღამეში.