ინტერტრიგო (დაოდვილობა)

ინტერტრიგო (დაოდვილობა) კანის ნაკეცების დაზიანება. განსაკუთრებით გავრცელებულია მსუქან და ჩვილ ბავშვებში. დაზიანება გვხვდება ზრდასრულებშიც, კერძოდ ქალებში მკერდის ქვეშ ნაკეცებში. 

გამოყოფენ დაზიანების რამოდენიმე ფორმას:

·         მსუბუქი (მცირედი სიწითლე, კანის დაზიანების გარეშე);

·         საშუალო (სიწითლე, კანის ეროზია);

·         მძიმე (მკვეთრი სიწითლე, წყლულების გაჩენა).

 

მიზეზები

დაოდვილობის მიზეზებია:

·         კანის ინფექცია;

·         ალერგიული რეაქცია;

·         ჰიგიენის ნორმების დარღვევა;

·         ძლიერი ოფლდენა;

·         შარდის შეუკავებლობა;

·         ბუასილი;

·         უხარისხო საფენები;

·         დაბანის შემდეგ ნაკეცების არასათანადო გამშრალება.

 

სიმპტომები

·         სიწითლე;

·         კანის საფარის მთლიანობის დარღვევა;

·         კანის დახეთქვა;

·         ქავილი;

·         წვა.

 

დიაგნოსტიკა

დაოდვილობის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა იმ ადგილების საგულდაგულოდ დათვალიერება, სადაც აღნიშნული კანის დაზიანება ლოკალიზდება. თუ აღინიშნება სიწითლე, საჭიროა სასწრაფოდ მკურნალობის დაწყება. 

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         მიზეზების აღმოფხვრასისველე და წმენდა;

·         კანის ნაკეცების ანტისეპტიკური ხსნარით დაბანა;

·         გვირილას ან სალბის აბაზანების მიღება;

·         ჰაეროვანი აბაზანები;

·         ტალკის გამოყენება;

·         დაოდვილობის საწინააღმდეგო მალამოების გამოყენება;

·         ხარისხიანი შიდა თეთრეულის ტარება.

დაავადების მკურნალობას ადგენს პედიატრი, გამომდინარე კანის ანთებით პროცესის სირთულიდან.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების ჩატარება;

·         ჰიგიენის საშუალებების გამოყენება;

·         ჯანსაღი საკვების მიღება, რომელიც არ იწვევს ალერგიას;

·         მოსახერხებელი სამოსის ტარება;

·         ბავშვის მოვლის ყველა წესის დაცვა.