იმუნოდეფიციტი

იმუნოდეფიციტი დაავადება, რომლის დროს ადამიანს უქვეითდება იმუნური სისტემის უჯრედების ფუნქცია და ორგანიზმი აღარ უწევს წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციებს. იმუნოდეფიციტი ბევრ ბავშვს დაბადებიდან ძალიან მალე უვლინდება.  

დღეისათვის გამოიყოფა იმუნოდეფიციტის შემდეგი სახეობები:

·         პირველადი იმუნოდეფიციტი (თანდაყოლილი);

·         მეორადი იმუნოდეფიციტი (შეძენილი).

 

მიზეზები

იმუნოდეფიციტის განვითარების მიზეზებია:

·         ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები;

·         ავთვისებიანი წარმონაქმნები;

·         არასწორი კვება, ორგანიზმის გამოფიტვა;

·         აუტოიმუნური დაავადებები;

·         დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა;

·         მძიმე ხარისხის დამწვრობები;

·         ენდოკრინული დაავადებები;

·         ოპერაციები, მძიმე ტრავმები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმოტომები:

·         რესპირატორული დაავადებების განვითარება;

·         ვირუსული დაავადებების უმეტესობა რთულდება;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხშირი აშლილობა;

·         ჰემატოლოგიური დაავადებების გაჩენა;

·         ნევროლოგიური დაავადებების გაჩენა.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-იმუნოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს;

·         იმუნოლოგიურ ტესტებს;

·         პჯრ-დიაგნოსტიკას;

·         სეროლოგიურ გამოკვლევას;

·         ვირუსოლოგიურ გამოკვლევას.

 

მკურნალობა

დაავადების სამკურნალოდ ინიშნება:

·         იმუნოკორექცია;

·         იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები;

·         ანტიბიოტიკები;

·         ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატები;

·         სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები;

·         ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი კომპლექსები.

 

საშიშროება

იმუნოდეფიციტი საშიშია იმით, რომ აქვეითებს ორგანიზმის მდგრადობას ისეთი პრობლემების მიმართ, როგორიცაა:

·         მძიმე ინფექციური დაავადებები;

·         აივ-ინფექცია, შიდსი;

·         ონკოლოგიური დაავადებები;

·         ადამიანის პაპილომას ვირუსი;

·         მენინგიტი.

დიდია ლეტალური შედეგის ალბათობა.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         კიბოთი დაავადებულები;

·         გადანერგილი ორგანოების მქონე პირები;

·         იმუნოდეფიციტის მქონე დედის გაჩენილი ბავშვები;

·         ბავშვები, რომლებსაც ძუძუთი კვების პერიოდი 3 თვეზე ნაკლები ჰქონდათ;

·         პროფესიული რიკის ჯგუფში შედიან: ბავშვთა ბაღების, სკოლების, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

 

პროფილაქტიკა

ნებისმიერი იმუნოდეფიციტის სახეობის პროფილაქტიკა აივ-ინფექციის პროფილაქტიკის მსგავსია.