იმპოტენცია

იმპოტენცია დაავადება, რომლის დროს მამაკაცებს უქვეითდებათ სქესობრივი ფუნქცია და არ შეუძლიათ სქესობრივი აქტის შესრულება. აღნიშნული პრობლემა მათ უჩნდებათ 40-70 წლის ასაკში.

გამოიყოფა:

·         ერექტილური იმპოტენცია;

·         ეაკულატორული იმპოტენცია.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         ფსიქოლოგიური ტრავმები, ხშირი სტრესი, დეპრესია;

·         ჰიპოგონადიზმი;

·         ათეროსკლეროზი;

·         შაქრიანი დიაბეტი;

·         სასქესო ორგანოს ტრავმები;

·         გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

·         გადატანილი ინსულტი;

·         ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმები;

·         გაფანტული სკლეროზი;

·         ხერხემალშორისი თიაქარი;

·         არასწორი კვება;

·         გარკვეული პრეპარატების გამოყენება.

 

სიმპტომები

·         სექსუალური მოთხოვნილების დაქვეითება;

·         სუსტი ერექცია ან მისი საერთოდ არ ქონა;

·         ნაადრევი ეაკულაცია, ეაკულაცია სუსტი ერექციის დროს;

·         ერექციის შეკავების შეუძლებლობა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ანდროლოგი ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს:

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;

·         ფსიქოსოციალურ გამოკვლევას;

·         სასქესო ორგანოს სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას;

·         სასქესო ორგანოების რადიოიზოტოპურ სკანირებას.

პარალელურად ხდება პროსტატის გამოკვლევა, დგინდება სისხლში ტესტასტერონის დონე.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ვაკუუმურ თერაპიას;

·         ქირურუგიულ მკურნალობას;

·         სათესლე ჯირკვლის მასაჟს;

·         ერექციის მოსამატებელ პრეპარატებს;

·         ინექციურ ფარმაკოთერაპიას.

 

დიეტა

პაციენტის რაციონში უნდა შედიოდეს:

·         რძე (განსაკუთრებით თხის);

·         თაფლი;

·         მცენარეული ზეთი;

·         პომიდორი, სტაფილო;

·         ალაო;

·         ნიორი, ბოლქვიანი ხახვი;

·         ნიახური;

·         ფინიკის ჩირი, ნუში, ფისტაშკები.

აუცილებელია გამოირიცხოს თეთრი ფქვილით და თეთრი შაქრით მომზადებული პროდუქტები.

 

რისკის ჯგუფი

·         მძღოლები, ველომრბოლელები;

·         ჭარბწონიანები;

·         ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებულები;

·         შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ფიზიკური ვარჯიშის შესრულება (ადგილზე სირბილი, ბუქნები, ფეხების მოხრა);

·         არტერიული წნევის გაკონტროლება;

·         დღე-ღამეში არანაკლებ 7-8 საათი ძილი.