იმპეტიგო

იმპეტიგო ეს არის დერმატოლოგიური დაავადება, რომელსაც ახლავს მტკივნეული წითელი გამონაყარი, რომლებიც მოგვიანებით ბუშტუკებში გადადის და დახეთქვის შემდეგ იკეთებს ქერქს. ყველაზე ხშირად ეს პრობლემა აქვთ ბავშვებს და მამაკაცებს. 

გამოყოფენ იმპეტიგოს რამოდენიმე ფორმას:

·         სტრეპტოკოკური;

·         სტაფილოკოკური;

·         ვულგარული (შერეული). 

ხშირად დაავადებას მოიხსენიებენ, როგორც ბავშვთა კოლექტივების პრობლემას. აღნიშნული დაავადება საშიშია იმით, რომ მოქმედებს შინაგან ორგანოებზე. ამიტომ, ბავშვი საჭიროებს გონივრულ და სრულფასოვან მკურნალობას. 

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         გამაღიზიანებელის მოხვედრა ორგანიზმში დაზიანებული კანიდან (განაღიზიანებელია ოქროსფერი სტაფილოკოკი, ბეტა-ჰემოლიტიკური სტრეპტოკოკი);

·         პირველადი დაავადების - დერმატოზის, ეგზემის - გართულება. 

იმპეტიგოს განვითარების ფაქტორებია:

·         წვიმიანი სეზონი;

·         ტროპიკული და სუბტროპიკული ჰავა;

·         კანის საფარის დაზიანება;

·         არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობები;

·         სუსტი იმუნიტეტი;

·         ოჯახის წევრის დაინფიცირება;

·         შარქიანი დიაბეტი;

·         ეკზემის, პედიკულესის გართულება;

·         კონტაქტური დერმატიტი. 

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         მტკივნეული გამონაყარი კანზე;

·         ლაქები, რომლებიც ბუშტუკებად გარდაიქმნება;

·         ბუშტუკები ფირფიტებს ემსგავსება, რომლებიც ქრება წარმოქმნიდან 57 დღის შემდეგ;

·         გამონაყარი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე;

·         ბავშვებს ხშირად უზიანდებათ ტუჩების კუთხეები, ყურის ძირები, პრისი ღრუს ლორწოვანი გარსი;

·         გამონაყარის ადგილას შეიძლება განვითარდეს კანის პიგმენტაცია;

·         ბუშტუკები ფრჩხილების ნუნებთან;

·         ჩირქოვანი წერტილები თმის ცხიმიან ფოლიკულებთან;

·         ჩირქოვანი გამონაყარის ადგილას ხვრელების გაჩენა.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:

·         გამონაყარისა და წარმოქმნილი წყლულების დათვალიერებას;

·         წყლულების შიგთავსის გამოკვლევას;

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         შარდის საერთო ანალიზს; 

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ბუშტუკების დახეთქვას და ბრილიანტის მწვანით დამუშავებას;

·         ანტიბიოტიკების შემცველი მალამოების წასმას;

·         დაავადების გართულებული ფორმის დროს, ბავშვებში ინიშნება ანტიბიოტიკების ინექციები;

·         მკურნალობის შემდეგ დაზიანებული ადგილების სპირტიანი ხსნარით დამუშავებას;

·         მკურნალობის დროს პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დახურულ, მაგრამ კარგად განიავებად შენობაში.

 

საშიშროება

ხშირად დაავადება გართულებების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ რიგ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს თირკმლის და გულის პრობლემები. 

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;

·         მიკროტრავმების ანტისეპტიკებით დამუშავება;

·         ბავშვებისთვის რეგულარული სანიტარულ-ეპიდემიური შემოწმების ჩატარება.