იცენკო-კუშიგინის დაავადება


იცენკო-კუშიგინის დაავადება  ახასიათებს ნეიროენდოკრინული მოშლილობა, რომელიც ვითარდება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ სისტემის დაზიანების, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის და  თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციის შედეგად.


მიზეზები

დაავადება ჩნდება რეგულარული მექანიზმების დარღვევისას, რომელიც აკონტროლებს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ სისტემას. დაავადების გამოვლინება დაკავშირებულია პირველ რიგში თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის (კორტიკოსტეროიდების) ჭარბ გამოყოფასთან.
იცენკო-კუშიგინის დაავადების მიზეზებია:

·         გენეტიკური მიდრეკილება;

·         ჰიპოფიზის სიმსივნე;

·         ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი სინთეზი;

·         ფილტვის ან კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო;

·         ბრონქების ადენომა;

·         თავის ტვინის ტრავმები, ინფექციური დაავადებები;

·         გლუკოკორტიკოიდების შემცველი პრეპარატების ხანგრძლივად მიღება.

ქალებში დაავადების მაპროვოციერებელი ფაქტორი არის მშობიარობა.


ცენკო-კუშიგინის დაავადების სიმპტომები

დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება შემდეგი სახით:

·         გაცხიმოვნება (განსაკუთრებით სახეზე, ყელზე, მუცელზე, მკერდზე);

·         სახეზე ცხელების მსგავსი სიწითლე;

·         ძლიერი გამონაყარი კანზე;

·         ყელზე კანის გამუქება;

·         კუნთების ატროფია;

·         ძვლებში მტვრევა, ოსტეოპოროზის წარმოქმნა;

·         კიდურების მოცულობის შემცირება;

·         სისხლჩაქცევები, მუცლისა და თეძოების ადგილას დაჭიმულობა;

·         არტერიული წნევის აწევა;

·         თავის ძლიერი ტკივილი;

·         ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავს იცენკო-კუშიგინის სინდრომის გამოვლინებას, მაგრამ ორივე დაავადებას განსხვავებული ეტიოლოგია აქვს. 


დიაგნოსტიკა

იცენკო-კუშიგინის დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი. იმისათვის, რომ დაავადების მკურნალობა დაინიშნოს ექიმი ნიშნავს:

·         სისხლისა და შარდის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

·         თავის ქალისთურქული კეხის რენტგენოგრაფიას;

·         დიაგნოსტიკურ ტესტს დექსამეტაზონით, კორტიკოლიბერინით და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით;

·         კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას.


იცენკო-კუშიგინის დაავადების მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         კორტიკოსტეროიდების და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემამციერბელ პრეპარატებს;

·         პრეპარატებს, რომლებიც არეგულირებენ ცილების, ნახშირწყლების და მინერალების ცვლას ორგანიზმში;

·         სხივურ თერაპიას;

·         ქირურგიულ ჩარევას (ჰიპოფიზის სიმსივნის და თირკმელზედა ჯირკვლის მოშორებას).


საშიშროება

დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ხდება სეპტიკური გართულებები, თირკმელების უკმარისობა, რაც სრულდება ლეტალური შედეგით.


პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         თურქული კეხის რენტგენოგრაფიული გამოკვლევის ყოველწლიურად ჩატარება;

·         სისხლში ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის შემადგენლობის გაკონტროლება;

·         ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთის შემთხვევაში, სტეროიდული პრეპარატების მუდმივი მიღება.