ჰიპერკალციემია

 

ჰიპერკალციემია  დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლში კალციუმის მაღალი დოზით არსებობა. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება სისხლში იონიზირებული კალციუმის მაღალი კონცენტრაციის შედეგად. დაავადების მიზეზები შეიძლება იყოს ასევე:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ავთვისებიანი წარმონაქმნები (ხშირად სარძევე ჯირკვლებისა და ბრონქების);

·         ჰიპერპარათირეოზი;

·         სისხლის დაავადებები (ლეიკოზი, მიელომა);

·         ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა;

·         სისხლში ფოსფატების კლება;

·         D ვიტამინის ჭარბი რაოდენობა;

·         ნაწლავში კალციუმის გაძლიერებული შეწოვა;

·         რძე-ტუტოვანი სინდრომი.

ბავშვებში დაავადება ჩნდება D ვიტამინის ჭარბი რაოდენობის გამო.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები, რომელბიც ჩნდება მაშინ, თუ სისხლში კალციუმის ნორმა აჭარბებს 11-12%-ს:

·         გაუწყლოება;

·         ხშირი შარდვა;

·         გულის რევა, ღებინება;

·         არტერიული წნევის აწევა;

·         მადის დაკარგვა;

·         ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;

·         კუნთბის ტკივილი;

·         ჰალუცინაცია;

·         ემოციური აშლილობა;

·         გონებრივი აქტივობის დაქვეითება;

·         სწრაფი დაღლა.

ხშირ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:

·         სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;

·         შარდის და კალას ანალიზს;

·         ელექტროკარდიოგრაფიას;

·         შინაგან პიელოგრაფიას;

·         დენსიტომეტრიას;

·         შინაგანი ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

·         სპეციალურ სინჯებს.

 

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         ძვლებიდან კალციუმის გამოდენვის ხელისშემშლელ პრეპარატებს;

·         ნატრიუმის ქლორიდის შეყვანას (რეგიდრადაციას);

·         შარდმდენ პრეპარატებს;

·         ოსტეოკლასტების აქტივობის შემაკავებელ პრეპარატებს.

საჭიროა D ვიტამინის მიღების შეწყვეტა. რიგ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს თირკმლის ტრანსპანტაცია ან ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული გზით მოშორება.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         ანტრიოვენტრიკულარული ბლოკადა;

·         გულის არითმია;

·         თირკმლის მწვავე უკმარისობა;

·         კრუნჩხვა;

·         გულის გაჩერება;

·         კომა.

შესაძლოა ლეტალური შედეგიც

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         მიელომას დაავადების მქონე ადამიანები;

·         ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა


დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         კალციუმით მდიდარი პროდუქტების მიღების გაკონტროლება;

·         რისკის ჯფგუფში შემავალი ადამიანებისთვის საჭიროა კალციუმის და D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებამდე მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლა.