ჰიგრომა

ჰიგრომა წარმოადგენს ბუშტუკს, რომელიც შიგნიდან სავსეა სეროზულ-ფიბროზული ან სეროზულ-ლორწოვანი სითხით. აღნიშნული წარმონაქმნი ითვლება დადებითთვისებიან ფიბროზულ წარმონაქმნად. ის ჩნდება სახსართან ან ტერფრზე. გვხვდება მცირე ზომის ჰიგრომა, რომელიც არ იწვევს დისკომფორტს ადამიანში, თუ არ ჩავთვლით მათ შიგთავსს. უნდა ვიცოდეთ, რომ ჰიგრომა არ არის ავთვისებიანი და არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშროებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, უყრადღებოდ მისი დატოვება არ შეიძლება - საჭიროა მკურნალობა. 

 

მიზეზები

დაავადების ძირითადი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;

·         ერთჯერადი ტრამვები;

·         სახსრებზე და მყესებზე მუდმივი დატვირთვა;

·         ასაკობრივი ცვლილებები.

როგორც წესი, ჰიგრომა წარმოიშობა ძირითადად ქალებში 20-30 წლის ასაკში. ბავშვები და მამაკაცები ნაკლებად ავადდებიან მისით. თეორიულად წარმონაქმნი შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც არის შემაერთებელი ქსოვილი. 

 

სიმპტომები

·         3-6 სმ ზომის ბუშტუკი, რომელიც აშაკარად ჩანს კანქვეშ;

·         ჰიგრომაზე კანის შერევა;

·         მწვავე ტკივილი;

·         ინტენსიური დატვირთვის შემდეგ მწვავე ტკივილი;

·         უსიამოვნო ტკივილი ძვლის მოხრის ან რაიმე ნივთის აღებისას;

·         წარმონაქმნის ადგილას კანის გაუხეშება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვსი საჭიროა:

·         პროფესიონალი ქირურგის მიერ დათვალიერება, რათა მოხდეს მკურნალობის სწორად დანიშვნა;

·         რენტგენოგრაფია;

·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         ჰიგრომას პუნქცია;

·         წარმონაქმნის ადგილის პალპაცია.

 

მკურნალობა

მკურნალობისთვის საჭიროა:

·         პუნქცია ენზიმების შეყვანით;

·         მალამოების სახვევები;

·         სამკურნალო ტალახის გამოყენება;

·         ჰიგრომას ქირურგიული გზით მოშორება (ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ამბულატორულ პირობებში, ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით);

·         ოპერაციის შემდეგ კიდურების იმობილიზაციას ახდენენ თაბაშირის ლონგეტით, ნაკერებს ხსნიან 7-10 დღე-ღამის შემდეგ;

·         ჰიგრომას ენდოსკოპიური მკურნალობა.

სამწუხაროდ დაავადების კონსერვატორული მკურნალობა ვერ უზრუნველყოფს საჭირო შედეგს. ოპერაციული ჩარევის შემდეგ კი იკვეთება რეციდივების შემთხვევები. საქმე იმაშია, რომ თუ დაზიანებულ ადგილას დარჩა კანის დეგენერატიული ცვლილების პატარა ადგილიც კი, უჯრედები გავრცელებას იწყებენ და დაავადება ისევ ჩნდება.

 

საშიშროება

თავად ჰიგრომა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო და ავთვისებიანი, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით წარმონაქმნის მოცილების შემდეგ მას აგზავნიან ჰისტოლოგიურ გამოკვლევაზე.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         მოწყვლადი ადგილების მექანიკური დაზიანებებისგან დაცვა (ტერფები, ხელის ძვლები);

·         დაავადების სიმპტომების გაჩენისას ქირურგთან ვიზიტი.