ჰერპესი

 

ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი. ცნობილია, რომ დედამიწის მოსახლეობის 90% დაავადებულია ჰერპესის ვირუსით. გასული საუკუნის 40-იან წლებში თითქმის ყველა ადამიანი ერთხელ მაინც ხდებოდა ჰერპესის ვირუსით ავად.

 

ჰერპესის სახეობები

·         «გაციება» ტუჩებზე (I ტიპის ვირუსი);

·         გენიტალური ჰერპესი (II ტიპის ვირუსი);

·         გამონაყარი ვირუსი (III ტიპი);

·         ეპშტეინ-ბარის ვირუსი (IV ტიპი);

·         ციტომეგალოვირუსი.

ჰერპესის სხვა სახეობები ნაკლებად შესაწავლილია ან გამოვლენის სიმპტომები სუსტი აქვთ.

 

მიზეზები

ჰერპესის ვირუსი შეიძლება გადაიცეს

·         კონტაქტური გზით;

·         ჰაერ-წვეთოვანი გზით.

ჰერპესი ბავშვს შესაძლოა გადაეცეს დედისგან, მშობიარობის დროს. დაავადების იწვევს ასევე გადაციება ან გადახურება, იმუნიტეტის დაქვეითება.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათბელია შემდეგი სახის სიმოტომები:

·         ტუჩისა და ცხვირის არეში კანის ანთებითი პროცესი;

·         პირის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი;

·         გამონაყარი ლოყებზე, შუბლზე, ხელის თითებზე, ზურგზე, გენიტალიებზე;

·         კანის შესიებულ ნაწილზე ბუშტუკების გაჩენა;

·         საერთო სისუსტე, აწეული ტემპერატურა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტირებისთვის ექიმი-დერმატოლოგისთვის საკმარისია გამონაყარის გარეგნული დათვალიერება.

რთულ სიტუაციებში საჭიროა:

·         დაზიანებულ ადგილებში წარმოქმნილი ბუშტუკების შიგთავსის კამოკვლევა;

·         პაციენტის სისხლის დეტალური ანალიზი.

 

მკურნალობა

დღეისათვის ჰერპესის მკურნალობას არ მოაქვს სასურველი შედეგები, რადგან არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ბოლომდე გააქრობს ვირუსს ორგანიზმიდან. მაგრამ ჰერპესის მკურნალობის დროს ექიმი ნიშნავს კომპლექსურ მკურნალობას, რომელიც მოიცავს რამოდენიმე ეტაპს. ესენია:

·         აციკლოვირის ტიპის პრეპარატების მიღება;

·         იმუნური სისტემის გამაძლიერებელი პრეპარატების მიღება;

·         ჩატარებული მკურნალობის შემდეგ პაციენტის ვაქცინაცია.

 

საშიშროება

ავადმყოფი პირველივე სიმპტომებზე უნდა მივიდეს ექიმთან, რათა გაარკვიოს როგორ უნდა მოხდეს დაავადების მკურნალობა. დაგვიანება საშიშია იმით, რომ დაწეული იმუნიტეტის და ვირუსის გამწვავების ფონზე, შესაძლოა გაჩნდეს უფრო სერიოზული და მძიმე დაავდებები, როგორიცაა მაგალითად:

·         მხედველობის ორგანოების (მხედველობითი ნერვის ნევრიტი);

·         პირის ღრუს დაავადებები (სტომატიტი);

·         ლორანგიტი (ვესტიბულარული აშლილობა);

·         ფილტვების დაავადებები (მაგ: პნევმონია);

·         გულსისხლძარღვთა დაავადებები (მიოკარდიოპათია);

·         ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები (ენცეფალიტი);

·         სასქესო ორგანოების დაავადებები (საშვილოსნოსშიდა ინფექცია, შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა).

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         იმუნიტეტის კონტროლი;

·         ჰიგიენის ნორმების დაცვა.