ჰეპატიტი E

 

ჰეპატიტი Е ღვიძლის ვირუსული დაავადება  ფეკალურ-ორალური დასნეულების მექანიზმით, რომელიც მიდრეკილია ეპიდემიური გავრცელებისკენ, კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. მსოფლიოში ყოველწლიურად  ჰეპატიტი Е-ს 20 მლნ შემთხვევა ფიქსირდება.

 

მიზეზები

დაავადების ძირითადი მიზეზებია:

·         საკვებში დაბინძურებული პროდუქტების, წყლის გამოყენება;

·         დაავადებული ადამიანთან საერთო ჭურჭლის, აბაზანის და სხვა ნივთების გამოყენება;

·         დაავადებული სისხლის გადასხმა;

·         მუცლადყოფნის პერიოდში დაავადების დედისგან ნაყოფზე გადაცემა.

 

დაავადების სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიპტომები:

·         დიდი ხნის მანძილზე მაღალი ტემპერატურის ქონა (10 დღემდე);

·         გულის რევა, ღებინება;

·         საერთო სისუსტე;

·         შარდის გამუქება;

·         თვალის კაკლების გაყვითლება, ენის, კანის დახეთქვა;

·         კანის ზედაპირზე სილურჯეების და სისხლჩაქცევების გაჩენა;

·         კალას გაუფერულება;

·         სისხლის წნევის დაცემა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰეპათოლოგი და ნიშნავს:

·         ღვიძლის ფიბროსკანირებას;

·         მუცლის ღრუს ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         პჯრ-დიაგნოსტიკას (პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია);

·         იმუნოფერმენტულ ანალიზს;

·         სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს;

·         შარდის საერთო ანალიზს;

·         ღვიძლის ბიოქიმიურ ანალიზს.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         დეზინტოქსიკაციურ ხსნარებს;

·         გლუკოზისა და ვიტამინების ხსნარებს;

·         იმუნომამოდულირებელ საშუალებებს;

·         სპაზმოლიტიკურ პრეპარატებს;

·         ჰეპატოპროტექტორებს (ღვიძლის უჯრადების დამცავი პრეპარატები);

·         ნაღვლის პრეპარატებს.

 

დიეტა

მკურნალობის პერიოდში ინიშნება დიეტა №5, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:

·         მარცვლეული, პური;

·         ცხიმიანი ხორცი, თევზი, ქათმის ხორცი და მათგან მომზადებული წვნიანები;

·         მოხარშული კვერცხი;

·         მჟაუნა, ხახვი, ისპანახი;

·         ბოლოკი;

·         კონსერვები, შებოლილი და დამარინადებული პროდუქტი;

·         ხილისა და კენკროვანების მჟავე სახეობები;

·         ნაყინი, შოკოლადი;

·         მდგოვი, წიწაკა;

·         კაკაო, მაგარი ყავა;

·         გაზიანი სასმელები;

·         სპირტიანი სასმელები.

რეკომენდირებულია რძის დიეტის დაცვა.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, შესაძლოა წარმოიშვას შემდეგი სახის გართულებები:

·         ღვიძლის ციროზი;

·         ღვიძლ-თირკმელების უკმარისობა;

·         სისხლის მიმოქცევის დაქვეითება;

·         შინაგანი ორგანოების სისხლდენა;

·         ტვინის ფუნქციის დარღვევა;

·         ღვიძლის კიბო.

დიდია ლეტალური შედეგის ალბათობა.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ვაქცინაციის ჩატარება;

·         ექიმ-ჰეპათოლოგთან გამოკვლევის ჩატარება;

·         საკვები პროდუქტების საგულდაგულოდ გარეცხვა, ონკანის წყლის გადადუღება;

·         პირადი ჰიგინის წესების დაცვა.