ჰემოქრომატოზი

 

ჰემოქრომატოზი  დაავადება, რომელსაც ახასიათებს რკინის შემცველი პიგმენტების მიმოცვლის დარღვევა ორგანიზმში და ნაწლავში რკინის ჭარბი შეწოვა, რასაც მივყავართ ქსოვილებსა და ორგანოებში მის დაგროვებამდე.

გამოიყოფა პირველადი და ნეონატალური ჰემოქრომატოზი, რომელიც იშვიათ შემთხვევებში უდგინდებათ ახალშობილებს.

 

მიზეზები

დაავადების მიზეზები, რომლებიც აზიანებს ღვიძლს, შემდეგია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·          В და С ვირუსული ჰეპატიტების არსებობა;

·         ღვიძლში ცხიმოვანი ქსოვილის გაჩენა;

·         კუჭქვეშა ჯირკვლის გამავლობის მოშლა;

·         ღვიძლზე ახალი წარმონაქმნების გაჩენა.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         კანი იღებს მოყავისფრო-მონაცრისფრო შეფერილობას;

·         ლორწოვანი გარსისა და სკლერების გამუქება;

·         არტერიული წნევის დაწევა;

·         სწრაფად დაღლა;

·         საერთო სისუსტე;

·         სახსრების დასიება და ტკივილი;

·         ლიბიდოს დაქვეითება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:

·         შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი;

·         სისხლის ბიოქიმიურ ანალიზი;

·         ღვიძლის ბიოპსია;

·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევა;

·         ღვიძლის სცინტიგრაფია.

 

ექიმმა შესაძლოა ასევე დანიშნოს:

·         ელექტროკარდიოგრაფია;

·         ექოკარდიოგრაფია;

·         სახსრების რენტგენოგრამა.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         სისხლის გამოშვებას (1-2-ჯერ კვირაში);

·         რკინის შემაერთებელ და მის გამოსადევნ პრეპარატებს.

 

დიეტა

მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს ისეთ პროდუქტებს, რომელბიც შეიცავენ რკინას და წყალში ხსნად ნახშირწყლებს. ასევე აუცილებელია სპირტიანი სასმელის სრულად გამორიცხვა.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგ გართულებები:

·         მიოკარდის ინფარქტი;

·         ღვიძლის უკმარისობა;

·         გულის უკმარისობა;

·         საყლაპავის ლორწოვან გარსში სისხლდენა;

·         დიაბეტური, ღვიძლისმიერი კომა.

ბოლო სტადიებზე შესაძლოა ლეტალური შედეგი.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         დიეტის დაცვა;

·         ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება და დანიშნულების დაცვა.