ჰემობლასტოზი

 

ჰემობლასტოზი   დაავდების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილებისგან ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნით.

 

გამოიყოფა ჰემობლასტოზის შემდეგი სახეობები:

·         ლეიკოზიავთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც თავიდან ლოკალიზდება ძვლის ქსოვილში, ხოლო შემდეგ აზიანებს ყველა ორგანოს;

·         ლიმფომა ავთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც შედგება ლიმფური კვანძების იდენტური ქსოვილებისგან;

·         ჰემატოსარკომაავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც შეუძლია მოედოს ნებისმიერ ორგანოს.

 

მიზეზები

დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ მეცნიერები იხრებიან ვირუსულ-გენეტიკური თეორიისკენ. ამ თეორიის თანახმად, ძვლის ტვინის უჯრედებში ან ლიმფურ კვანძებში ხვდებიან გასაკუთრებული ვირუსები, რომელბიც ასუსტებენ იმუნიტეტს და უარყოფითად მოქმედებენ უჯრედებზე.

დაავადების სავარაუდო მიზეზებია:

·         ხშირი სტრესი;

·         ხანდაზმულობა;

·         ნაწლავების ინფექციები, ვირუსები;

·         იმუნური სისტემის დარღვევა;

·         ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება;

·         ორგანიზმის დასუსტება;

·         გენეტიკური მიდრეკილება.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ჯირკვლების გადიდება მუცლის, ყელის ან სხვა ადგილებში, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილები;

·         ძვლების ტკივილი;

·         კანზე წითელი ლაქების გაჩენა;

·         ღრძილებზე, საყლაპავზე, კანზე გამაგრებული ადგილების გაჩენა;

·         ყელის, ხელების, სახის დასიება;

·         ელენთის და ღვიძლის გადიდება, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;

·         წონის სწრაფად დაკარგვა;

·         კანქვეშ სისხლჩაქცევები;

·         სწრაფად დაღლა;

·         კანის ქავილი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;

·         ლიმფური კვანძების ბიოპსია;

·         რენტგენოგრაფიული გამოკვლევა;

·         ძვლის ტვინის გამოკვლევა;

·         ციტოგენეტიკური გამოკვლევა.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ძვლის ტვინის გადანერგვას;

·         ქიმიოთერაპიას;

·         ქირურგიულ ჩარევას;

·         სხივურ თერაპიას;

·         ანტიბიოტიკებს;

·         ჰემოსტატიკებს;

·         დეზინტოქსიკაციურ პრეპარატებს.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         ანემია;

·         ნეიროლეიკემია;

·         მეორადი ინფექციების განვითარება;

·         გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;

·         საშარდე და ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია.

დიდია ლეტალური შედეგის რისკი.

 

პროფილაქტიკა

სამწუხაროდ აღნიშნული დაავადების პროფილაქტიკისთვის კონკრეტული რეკომენდაცია არ არსებობს.