ჰემიანოპსია

 

ჰემიანოპსია წარმოადგენს მხედველობის დეფექტს, რაც ყველა ადამიანს აქვს მხედველობის არის გარკვეულ ნაწილში. დაავადება როგორც წესი არსებობს ნაწილობრივი, სრული ან კვადრატული. ორმხრივი ჰემიანოპსია იყოფა ზედა და ქვედა ტიპებად.   

 

მიზეზები

დაავადების მიზეზებია:

·         თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         ქალასშიდა სიმსივნეები;

·         აბსცესები;

·         თავის ქალის ტრავმები;

·         მენინგოენცეფალიტი;

·         ბაზალური მენინგიტი;

·         ტვინის ფუძის არტერიის ანევრიზმები.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, შემთხვევების უმეტესობაში, დაავადება სწრაფად ვითარდება მხედველობითი გზების დაზიანებისას. 

 

სიმპტომები

დაავადების მახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:

·         მარჯვენა ან მარცხენა მხედველობის ნაწილის დაზიანება;

·         მხედველობითი ნერვების ატროფია;

·         მხედველობის ზედა და ქვედა ნაწილის დაზიანება;

·         ქალასშიდა წნევის აწევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა ხდება პაციენტის მხედველობის არის გამოკვლევის შედეგად, რასაც ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი. ჰემიანოპსიის ტიპი საშაულებას იძლევა დადგინდეს მხედველობითი გზის დაზიანებული ნაწილის მდებარეობა.

სპეციალისტმა ასევე უნდა განსაზღვროს თვალის ჰემიანოპსიური რეაქცია, რომელიც გვხვდება ქიაზმის დაზიანებისას, რაც გამოწვეულია მხედველობის გზების ცენტრალური ნეირონის პრობლემებით. 

დარღვევის ხასიათის დასადგენად გამოიყენება პერიმეტრი. მოწმდება ჰემიანოპსიური რეაქცია სინათლეზე, ასევე სხვა მხედველობითი ფუნქციები. აღნიშნული დაავადების ზუსტი მიზეზების დასადგენად ასევე აუცილებელია ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის ტვინის რენტგენი.   

 

მკურნალობა

მკურნალობა გულისხმობს აღნიშნული დაავადების წარმოშობის მიზეზების სრულად აღმოფხვრას. მიღებული შედეგების საფუძველზე სპეციალისტი იღებს გადაწყვეტილებას შესიების მოსაცილებლად, ან ნიშნავს ქიმიოთერაპიას. 

 

საშიშროება

თუ არ მოხდება აღნიშნული დაავადების დროული და სწორი მკურნალობა, შესაძლებელია მხედველობის სრულად დაკარგვა.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭიროა ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი და ტრავმებისგან თავის დაცვა.